თეგებით ძიება

უთხარით ეს ჯადოსნური სიტყვები თქვენი ბარაქის ხეს და შედეგი არ დააყოვნებს

ჩინური მეცნიერების, ფენ-შუის მოყვარულები ფულის, იგივე ბარაქის ხეს ფინანსური წარმატების მომტანად მიიჩნევენ. სინამდვილეში, ფინანსური წარმატება ნებისმიერმა მცენარემ შეიძლება მოგიტანოთ. როგორ? ამის გასაგებად სტატია ბოლომდე უნდა წაიკითხოთ.

ფულის ხით დავიწყოთ. მართლაც, ეს მცენარე მონეტის ფორმის ფოთლების წყალობით, ფენ-შუის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს როგორც ფულის, ისე ზოგადად, საცხოვრებელ სივრცეში ყოფნის თვალსაზრისით.

ადამიანს, რომელიც ფინანსური კეთილდღეობის მოპოვებას ცდილობს, სასურველია, რომ სახლში სულმცირე, ერთი ფულის ხე მაინც ჰქონდეს.

კეთილდღეობის ეფექტის გასაზრდელად, მცენარის ჩარგვისას, შეგიძლიათ ნიადაგში მიწაში ჩინური მონეტები ჩააყოლოთ და თქვათ:

”როგორც ჩემი ფულის ხე იზრდება, ასევე იზრდება ჩემი და ჩემი ოჯახის შემოსავალი”

ფულის ხე სრულიად გამორჩეულია და ამასთან, მინიმალური მოვლის პირობებს საჭიროებს. შესაბამისად, ასეთი ფულის თილისმა ყველასთვის ხელმისაწვდომია.

თუ ფულის ხემ მოიწყინა, ფოთლები დასცვივდა ან ავადმყოფობის ნიშნები გაუჩნდა, განგაშს ნუ ატეხთ. შესაძლოა, ეს მოსალოდნელი ფინანსური პრობლემების ნიშანი, რომელიც მალე ჩაივლის.

რა უნდა გავაკეთოთ, თუ ფულის ხე ავად არის?
პირველ რიგში, რამდენადაც შესაძლებელია, გამოაცოცხლეთ მცენარე ყველა გამხმარი ფოთლის მოცილებით, მაგრამ თუ მცენარის გადარჩენა შეუძლებელია და საბოლოოდ გახმა, აუცილებლად უნდა მოიცილოთ. მადლობა უთხარით ერთგული სამსახურისთვის და სადმე ბაღში ან ყვავილებს შორის რიგში დამარხეთ. მის სანაცვლოდ კი ახალი შეიძინეთ ან მდიდარ ნაცნობს გასამრავლებლად ხის ტოტი გამოართვით.

თქვენ თქვენს მცენარესთან (და სხვათა შორის, ცხოველებთანაც) საერთო ენერგეტიკულ ველში იმყოფებით. ფულის ხის გახმობა (თუ წყალი ბოლოს ორი თვის წინ არ დაუსხით) ნიშნავს, რომ მცენარემ მოსალოდნელი პრობლემა აგარიდათ და საკუთარ თავზე აიღო. ასე რომ, ეს უფრო კარგი ამბავია, ვიდრე ცუდი.

სწორედ ასეთი ფიქრებითა და მადლიერების სიტყვებით უნდა დაემშვიდობოთ მცენარეს. არანაირი შიში, ვარაუდი და მოსალოდნელი სიღარიბის შეგრძნება!!!

აღსანიშნავია, რომ ფინანსური კეთილდღეობა მხოლოდ ფულის ხეს არ მოაქვს. თუ ის რაიმე მიზეზით არ მოგწონთ, ეცადეთ აყვავების იმპულსით თქვენი რომელიმე ოთახის მცენარე დამუხტოთ. ეს უნდა იყოს ჯანმრთელი, მყარად მდგომი და არა დაკიდებული, თუნდაც ყვავილოვანი მცენარე. რიტუალი იგივეა - მონეტები ქოთნის ქვეშ ან მიწაში და სიტყვები შემოსავლის ზრდის შესახებ.

და თუ ოთახის მცენარეები საერთოდ არ გაქვთ, მაშინ დროა, მწვანე მეგობრის შეძენაზე იფიქროთ. მცენარეებს სახლში ზრდის ენერგია შემოაქვთ. ისინი სახლს კეთილდღეობისა და აყვავების ენერგიით ავსებენ და ახალი, მძლავრი იმპულსი მოაქვთ - თქვენი ფინანსური კეთილდღეობა დაიწყებს ან განაგრძობს ზრდას და განახლებული ენერგიით გამრავლდება.

ნუ დაივიწყებთ, რომ ოთახის მცენარეების განთავსება სახლის ზოგიერთ ნაწილში არასასურველია. მაგალითად, ისინი არ უნდა იყვნენ საძინებელში. თუ თქვენს სახლში მოულოდნელად აღმოჩნდა მანდარინის ხე (თუნდაც ხელოვნური), სახლის სამხრეთ – აღმოსავლეთ ნაწილში განათავსეთ.

სხვათა შორის, სწორედ ამ ნაწილში უნდა განათავსოთ ნებისმიერი ბარაქის ხე.

2021 წელი ხელს უწყობს ხის სტიქიას, რომელსაც ოთახის მცენარეები მიეკუთვნებიან. გარდა ამისა, სასურველია სახლში ხის აქსესუარების განთავსება, ჩანთაში მწვანე საფულის ჩადება ან თუნდაც, მწვანე ჩანთის შეძენა.

ოჯახში ფულადი ნაკადების მოძრაობაზე მოჭრილი ყვავილებიც კი შესანიშნავ გავლენას ახდენენ. რაც უფრო ხშირად და რაც უფრო დიდხანს იქნება თქვენს სახლში თაიგული, მით უფრო უკეთესი იქნება ამ სახლში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების დონე.

ყვავილები დაჭკნობის პირველივე ნიშნების გამოვლენისას უნდა გადააგდოთ დაახალი ყვავილებით ჩაანაცვლოთ. ეს ფულის ფლანგვა არ არის, ეს არის ინვესტიცია საკუთარ კეთილდღეობაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა