თეგებით ძიება
27. 01. 2021 მსოფლიო

ჯო ბაიდენდსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც კრემლში აღნიშნავენ, ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე მუშაობის დაწყება მიულოცა.

„რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების ნორმალიზება ორივე ქვეყნის ინტერესებს პასუხობს, ხოლო მსოფლიოში უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე ორივე ქვეყნის პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, საერთაშორისო თანამეგობრობის ინტერესებსაც პასუხობს“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი და საერთაშორისო ურთიერთობების დღის წესრიგი, მათ შორის პანდემიასთან ბრძოლა და სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა