თეგებით ძიება
27. 01. 2021 მსოფლიო

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აქტიურად გრძელდება- სულ 71.3 მილიონი ადამიანი აიცრა

მსოფლიოში ყველა დროის ყველაზე მასშტაბური ვაქცინაციის კამპანია წარმატებით მიმდინარეობს. 2021 წლის 27 იანვრის მონაცემებით, 57 ქვეყანაში უკვე 71.3 მილიონი დოზა კოვიდ 19-ის ვაქცინა მიიღეს ადამიანებმა. ყოველდღიურად, საშუალოდ 3.57 მილიონ დოზა ვაქცინას იღებენ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

აშშ-ში 14 დეკემბრიდან დღემდე, სულ 24.5 მილიონი ვაქცინის დოზით აიცრნენ ამერიკელებეი. გასულ კვირას, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის საშუალო მაჩვენებელი დღეში 1.27 მილიონი დოზა იყო. ყველა ქვეყანაზე მასშტაბური და სწრაფი ტემპით ამ დროისთვის ვაქცინაციის პროცესი ისრაელში მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 45 %-მდე ადამიანია უკვე აცრილი- გავრცელებული ინფორმაციით , ამ ეტაპისთვის ისრაელის 4.04 მილიონი მოქალაქე არის Pfizer-ისპრეპარატით ვაქცინირებული.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა