თეგებით ძიება
27. 01. 2021 მსოფლიო

პოლონეთში COVID-19-ის ვაქცინა მოიპარეს

პოლონეთში COVID-19-ის ვაქცინის ქურდობის პირველი ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„ღამე, პირველადი, სპეციალაური სამედიცინო დახმარების კერძო დაწესებულებიდან ილოვო-ოსადის დასახლებულ პუნქტში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მოიპარეს“, - ნათქვამია სამართალდამცავი უწყების განცხადებაში.

მედიის ინფორმაციით, მძარცველებმა COVID-19-ის ვაქცინის 15 დოზა წაიღეს. საგულისხმოა, რომ სამკურნალო დაწესებულებიდან სხვა არაფერი დაკარგულა.

ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებენ, პოლონეთში „კოვიდპასპორტებს“ გადასცემენ. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა გოლავსკამ განაცხადა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა