დღეს სურვილების ასრულების დღეა - მოემზადეთ სიახლეებისთვის
27 იანვარი სურვილების ასრულების დღეა. დღეს ყველაზე საუკეთესო გზა სურვილების ასრულებისათვის არის ანგელოზებისთვის მიმართვა და თხოვნა, რათა გამოგვიგზავნონ სასწაულები.
იმისათვის, რომ სასწაულები შევამჩნიოთ და დავინახოთ, აუცილებელია გვჯეროდეს და გვწამდეს, რომ რასაც ვისურვებთ, აუცილებლად იქნება შესმენილი საყაროსგან, შემოქმედისგან და ამ გზავნილების შუამავალნი კი არიან ჩვენი მფარველი ანგელოზები. ამიტომ არ დაგავიწყდეთ მათთვის ხშირად სიყვარულის და მადლიერების გამოხატვა, რადგან, როდესაც რაიმე დახმარებას ვთხოვთ მათ, ისინი მზად არიან მფარველობა გაგვიწიონ, ეს მათი მისიაა, მხოლოდ მაშინ ვერ გვეხმარებიან და წუხან ამაზე, თუ მათ არ მივმართავთ, ამიტომ გახსოვდეთ, რომ თქვენ მარტო არასდროს ხართ ამ სამყაროში!
ენერგეტიკული პრაქტიკების ოსტატი, ფსიქოლოგი ანუკი ვეფხვაძე გთავაზობთ მშვენიერ პრაქტიკას, რომელიც გადმოცემულია მთავარნაგელოზი მიქაელისგან ადამიანების დასახმარებლად, რომ გამოვლინდეს ადამიანების ცხოვრებაში სასწაულები.
1. აიღეთ კალენდარი და გადაითვალეთ 14 დღე ანგელოზებთან მოსამზადებელი ეტაპი, ხოლო მეთხუთმეტე დღეს უკვე დაიწყება 11 საოცარი დღე - ამ პერიოდში გელოდებათ სასწაული დღეები, ტრანსფორმაციული და სიამოვნებით აღსავსე მოვლენები.
დახუჭეთ თვალები, მაქსიმალურად მოდუნდით და წარმოთქვით რწმენით, სიხარულით ეს სიტყვები:
"მე ვუხმობ მთავარანგელოზ მიქაელის ანგელოზთა კრებულს, ჩემს მაღალ მეს, ჩემო ძვირფასო ანგელოზებო გპირდებით მადლიერებით მივიღო ყველაფერი, რასაც მომიმზდებთ ამ პერიოდში, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ჩემს სასიკეთოდ მოხდება. მე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რაც მოხდება ამ პერიოდში, რადგან გენდობით და ვიცი, რომ ჩემი ტრანსფორმაციისთვის ასე უკეთესია და თქვენ უკეთ ხედავთ რა მხრივ და როგორ მჭირდება პიროვნული და სულიერი განვითარება, იმისათვის, რომ ჩემი ცხოვრების ხარისხი გავაუმჯობესო და ვიყო მეტად ჰარმონიული და ბედნიერი!"
2. ასევე გთავაზობთ მთავარანგელოზ მიქაელის უძლიერესს ლოცვას, რომელიც საუკენეების განმავლობაში თაობიდან - თაობას გადაეცემოდა და თითოეული სიტყვა განმსჭვალულია რწმენითა და სიყვარულით, ამიტომ აქვს განსაკუთრებული ძალა!
ეს ლოცვა დაგიცავთ თქვენც და თქვენს ოჯახს ყოველივე ნეგატივისგან და აგარიდებთ არასასურველ მოვლენებს ცხოვრებაში:
ლოცვა:
ჩემს ენერგეტიკას ვავსებ სინათლის, სიყვარულის და ცეცხლის სახელით ღვთიური და მაღალი ძალების მფარველი ძალით, რომელიც ქმნის ჩემს ირგვლივ სასწაულ დაცვას - ფარს, რომელსაც განაგებს მთავარანგელოზი მიქაელი!
ჭეშმარიტად, ასეც არის!
ეს ლოცვა სხვა ნებისმიერ დროსაც შეგიძლიათ წარმოთქვათ, საკუთარი სინათლის და ოჯახის დასაცავად, შეგიძლიათ ამოიწეროთ.
აურის გასუფთავების შემდეგ, იგრძნობთ დიდ ენერგიას, რაც მოგცემთ სტიმულსა და მუხტს ჩამოწეროთ თქვენთვის სასურველი სურვილები. ნუ შეზღუდავთ საკუთარ გონებას და ნუ დაუწესებთ ჩარჩოებს, შეზღუდვებს. იოცნებეთ, მიეცით თქვენს გონებას სრული თავისფულება სურვილებში და რაც შეიძლება ბევრი ისურვეთ, ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება, თუ 100 სურვილს ჩამოწერთ და თან გამოიკვლევთ, ნამდვილად გწადიათ ამ სურვილების ასრულება?!
რადგან რაც გსურთ ყოველივე სრულდება, ამიტომ, ფრთხილად იყავით სურვილებში:
დეტალურად გაიაზრეთ რატომ და რისთვის გსურთ?
რას მოგიტანთ ეს სურვილი?
აუცილებლად სურვილი ეკოლოგიური უნდა იყოს, სხვას ზიანს არ უნდა აყენებდეს ან სხვისი არ უნდა ისურვოთ, შექმენით საკუთარი რეალობა და ისურვეთ სამყაროსგან, რაც თქვენთვის არის კონკრეტულად განკუთვნილი, რადგან სამყაროში უსაზღვრო სიუხვეა და ყველასთვის ყველაფერი საკმარისია!
გულწრფელი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით!