თეგებით ძიება
28. 01. 2021 მსოფლიო

"სასმელში რაღაც ჩამიყარა და გამაუპატიურა, ვყვიროდი, მეგობრები კი მეორე ოთახში თამაშობდნენ" - მოდელმა შემზარავი ისტორია გაამხილა

ელი სენდფორდმა მსოფლიოს უამბო იმ საშინელი ღამის შესახებ, როცა ის გააუპატიურეს.

ელი სენდფორდმა, რომელიც მის ავსტრალია გახდა 2017 წელს, ინტერვიუში განაცხადა, რომ მელბურნის ერთ-ერთ ბარში მას უცნობი სასმელით გაუმასპინძლდა, რომელშიც “აშკარად რაღაც იყო გარეული.”

ამის შემდეგ ბიჭმა იგი თავის ბინაში წაიყვანა, სადაც მან ორჯერ გააუპატიურა. ელისის თქმით, ამ დროს ბიჭის მეგობრები მეზობელ ოთახში კომპიუტერულ თამაშებს თამაშობდნენ.

”მახსოვს, დახმარებას ვთხოვდი. მახსოვს ისიც, ჩემი ტელეფონისკენ ვიქაჩებოდი, რომელიც ძირს ეგდო, ვყვიროდი დახმარებისთვის, ეს ესმოდათ მის მეგობრებს, რომლებიც გვერდითა ოთახში იყვნენ, მაგრამ დასახმარებლად არავინ შემოსულა. მერე გავიგე, რომ ისინი უბრალოდ თამაშობდნენ."

მისი თქმით, ეს მაშინ მოხდა, როცა 18 წლის იყო. ბარში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მას შემდეგ რაც სასმელი დალია, ძლიერი თავბრუსხვევა დაეწყო, მეგობრებს კი უთხრა, რომ სერიოზული არაფერი იყო და სახლში წავიდოდა. შემდეგ ყვება, რომ ახსოვს, როგორ “დაეხმარა” ვიღაც ტაქსიში ჩაჯდომაში.

“შემდეგ მახსოვს ის, რომ ვიღაცა ჩემზე ძალადობდა. გავითიშე. დილით გამოვფხიზლდი და ისევ გავითიშე.”

ელის თქმით, ამის შესახებ დიდხანს დუმდა, ვიდრე მისმა მეგობარმა შენიშნა, რომ მას რაღაც სჭირდა.

ამის შემდეგ მან მისი ისტორია გაამხილა და გადაწყვიტა მათ დახმარებოდა, ვინც ძალადობის მსხვერპლი გახდა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა