თეგებით ძიება
28. 01. 2021 მსოფლიო

ლიბიიდან ამერიკელებმა რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, pantsir s1 "მოიპარეს" და შესასწავლად გერმანიაში ჩაიტანეს

გასულ წელს, ამერიკელმა სამხედროებმა ლიბიიდან რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, Pantsir s1 გაიტანეს- გავრცელებული ინფორმაციით, საზენიტო კომპლექსი ამბოხებული გენერალი ხაფთარის ძალებს გამოსტაცეს. ამის შესახებ წერს Thedrive-ი.

ოპერაციის ე.წ მოჩვენებით მიზანს წარმოადგენდა ის, რომ საზენიტო-სარაკეტო სისტემა არ მოხვედრილიყო ტერორისტული დაჯგუფებების კონტროლქვეშ. რეალურად კი აშშ-ს სამხედრო უწყებამ ზემოხსენებული ოპერაციით საკმაოდ დიდი სადაზვერვო სარგებელი მიიღო, რადგან აღნიშნული საზენიტო-სარაკეტო სისტემა დღეს რუსეთის ანტისაჰაერო თავდაცვით „ქოლგაში“ მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, Pantsir-ის „დაუფლების“ სპეცოპერაცია 2020 წლის ივნისში მოხდა- ამერიკული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი c-17A Globemaster III დაფრინდა ტრიპლოსთან არსებულ საერთაშორისო აეროპორტ ზუვარაზე და აღნიშნული სისტემა გერმანიაში, რამშტაინის საჰაერო ბაზაზე გადაიტანეს შესასწავლად.

ამ დროისთვის უცნობია თუ რომელი მოდიფიკაციის Pantsir s1 აღმოჩნდა ამერიკელთა ხელში.

Pantsir s1 საშუალო რადიუსზე მოქმედი ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსია, რომლის მოქმედების რადიუს 18 კმ, ხოლო სიმაღლე კი 15 კმ-ია.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა