თეგებით ძიება
28. 01. 2021 მსოფლიო

ინდონეზიაში ვულკანი ამოიფრქვა

ოთხშაბათს, ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე ვულკანი ამოიფრქვა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

2 963 მეტრის სიმაღლის მეაპის მთა, ინდონეზიის ყველაზე აქტიურ ვულკანად მიიჩნევა. ვულკანის ამოფრქვევა სულავესის კუნძულზე მომხდარ 2 კვირის წინანდელ მიწისძვრას მოჰყვა, რომლის სიძლიერეც 6.2 მაგნიტუდით განისაზღვრა.

ამოფრქვევამ მიმდებარე ტერიტორიებთან არსებული სახლები მტვრით დაფარა. წყაროს მიხედვით, მთავრობა ფიქრობს, რომ ამოხეთქილმა ვულკანურმა ლავამ შესაძლებელია, სატრანსპორტო გზებიც ჩაკეტოს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა