თეგებით ძიება
28. 01. 2021 მსოფლიო

კანადის უნივერსიტეტში ონლაინ კურსებს მკვდარი პროფესორი ატარებს

კანადაში, კონკორდიას უნივერსიტეტის სტუდენტმა აარონ ანსუინმა შოკისმომგვრელი აღმოჩენა გააკეთა: მან აღმოაჩინა, რომ მისი ხელოვნების ისტორიის პროფესორი ცოცხალი აღარ იყო.

"ახლახან გავიგე პროფესორი, რომელიც ონლაინ კურსზე მასწავლით, 2019 წლეს გარდაიცვალა და ის კვლავ ატარებს ლექციებს. დიახ, ის ჩემი პროფესორია ამ კურსზე. როგორც ჩანს, მის გარდაცვალებამდე ჩაწერილ ლექციებს ვესწრები” - წერს აარონი ტვიტერზე.

მისი თქმით, ეს ფაქტი მას შემდეგ აღმოაჩია, რაც მეილზე კითხვა მისწერა, პასუხად კი სტანდარტული, მემორიალური შეტყობინება მიიღო.

კონკორდიას უნივერსიტეტმა დაადასტურა, რომ პროფესორი ფრანსუა-მარკ გაგნონი, უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის განყოფილების ლექტორი, 2019 წელლს, COVID-19 პანდემიამდე გარდაიცვალა. მისი ლექციები კი ონლაინ კურსისთვის გამოიყენეს, რომელსაც რეალურად სხვადასხვა პროფესორები (ცოცხალი) და ორი ასისტენდი უძღვება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა