თუ უცხოელზე დაქორწინდებით, უფრო ბედნიერი იქნებით - ინტერკულტურული შეუღლების უპირატესობა
გაფრთხილება: ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, უცხოელი რომანტიკული პარტნიორის ძებნას დაიწყებთ. მზად ხართ?
ალბათ, თქვენ გარშემოც არიან ადამიანები, რომლებმაც თავიანთი ბედი სხვა ქვეყნის წარმომადგენელს დაუკავშირეს, უცხოელზე დაქორწინდნენ და წარმოუდგენელ ბედნიერებას ასხივებენ. ასეთ ადამიანებს ჰოლივუდშიც იპოვით. მაგალითად, მეთიუ მაკკკონაჰი, ნიკ ჯონასი და ჯორჯ ქლუნი – მათ საყვარელი ადამიანები სამშობლოს საზღვრებს მიღმა იპოვეს. ბევრი რომ არ ვისაუბროთ, შეგვიძლია პრინც ჰარისა და მეგან მარკლის სიყვარულითა და ბედნიერებით სავსე ქორწინებაც გავიხსენოთ, რომელსაც ყველა დაბრკოლების გადალახვა შეუძლია.
ინტერკულტურული ქორწინება მართლაც განსაკუთრებული რამაა. ასეთი კავშირი ადამიანის ცხოვრებას პოზიტივით ავსებს. ურთიერთობების ექსპერტები ამბობენ, რომ ასეთი ქორწინება უფრო საინტერესო, პოზიტიური და შესაბამისად, უფრო ბედნიერია.
და რატომ ხდება ასე?
1. იწყებთ ახალი ენის შესწავლას
და თანაც, რომანტიკული პარტნიორი თქვენი პირადი მასწავლებელია. სწავლის პროცესი კი ძალიან სახალისო და მარტივი ხდება. ყოველივე ძალიან სასარგებლოა, რადგანაც სამყაროში ახალ და ძალიან დიდ შესაძლებლობებს გიხსნით, მათ შორის, ჩნდება ახალი და უფრო შემოსავლიანი სამსახურის დაწყების შესაძლებლობაც, რადგანაც თქვენ კიდევ ერთი ენა იცით.
2. უფრო მეტს მოგზაურობთ
როცა უცხოელი პარტნიორი გყავთ, მის ქვეყანაში სხვადასხვა ადგილების მოსანახულებლად ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა. თანაც პირადი გიდი გეყოლებათ. მოგზაურობა უფრო რომანტიკული, საინტერესო და თავგადასავლებით სავსე იქნება. კიდევ რა გსურთ ბედნიერებისთვის?
3. შესაძლოა, ორი ქორწილიც გადაიხადოთ, თანაც სხვადასხვა ქვეყნებში
ერთი ქორწილი თქვენს სამშობლოში, ხოლო მეორე – მის ქვეყანაში – როგორია? თანაც გაეცნობით მის კულტურას, უჩვეულო და საინტერესო ტრადიციებს. ცხოვრება აღმოჩენებით და სიურპრიზებით ხდება სავსე. ესეც დამატებით მიზეზია კიდევ უფრო დიდი ბედნიერებისთვის.
4. ახლა კიდევ უფრო მეტი დღესასწაულები და უქმე დღეა თქვენს პირად კალენდარში
სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებს სხვადასხვა დღესასწაულები აქვთ და თქვენი ცხოვრება მართლაც დღესასწაულს ემსგავსება. წარმოიდგინეთ, რამდენი მიზეზი გიჩნდებათ მხიარული წვეულებების მოსაწყობად. ერთმანეთისთვის წეს-ჩვეულებების გაზიარება, ერთმანეთის კულტურით გამოწვეული აღფრთოვანება, ქორწინებას კიდევ უფრო მყარს და ბედნიერს ხდის.
5. თქვენ ახალ და გემრიელ სამზარეულს აღმოაჩენთ
წარმოიდგინეთ, ერთმანეთს მოუმზადებთ თქვენი ქვეყნების სამზარეულოს გამორჩეულ კერძებს, დააგემოვნებინებთ, გაუზიარებთ „საიდუმლო რეცეპტებს.“
6. ინტერკულტურული ქორწინების დროს უფრო გონიერი ბავშვები ჩნდებიან
ბავშვი თავიდანვე ორი ენის სწავლას იწყებს და ორივე მშობლის ენას მშობლიურივით ითვისებს. კვლევა კი აჩვენებს, რომ ყოველივე მოზარდის გონებრივ განვითარებაზე დადებითად აისახება. ის უფრო გონებამახვილი ხდება და უფრო მარტივად აღწევს წარმატებას.
regarder.ge