თეგებით ძიება
29. 01. 2021 მსოფლიო

იტალიაში კორონავირუსის 14 372 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 467 პაციენტი გარდაიცვალა

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 467 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, იტალიაში „კოვიდ-19“-ით სულ 87 381 პაციენტი გარდაიცვალა. ამ მაჩვენებლით ის ევროპაში მეორე, ხოლო მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა.

ამასთან, იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 14 372 შემთხვევა გამოვლინდა. სულ იტალიაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 2,5 მილიონი შემთხვევა.

საავადმყოფოში იმყოფება 20 778 კოვიდინფიცირებული, აქედან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 2 288 პაციენტი მკურნალობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა