თეგებით ძიება
29. 01. 2021 მსოფლიო

ბრიტანეთში სკოლები მარტამდე არ გაიხსნება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონი იმედს გამოთქვამს, რომ ვაქცინაციის პროგრამა ქვეყანაში სკოლების 8 მარტიდან გახსნას შესაძლებელს გახდის.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ბორის ჯონსონის თქმით, სკოლების გახსნის შემდეგ, ინფიცირების მაჩვენებელი თუ შემცირდება, შესაძლებელი გახდება სხვა ეკონომიკური და სოციალური შეზღუდვების მოხსნაც.

„მთელი რიგი მიზეზების გამო, შეუძლებელი იქნება სკოლების თებერვალში გახსნა. ვიმედოვნებთ, რომ სკოლების გახსნა 8 მარტიდან უსაფრთხო იქნება, ხოლო შემდეგ კი სხვა ეკონომიკური და სოციალური შეზღუდვების მოხსნა, თუკი მონაცემები ამის საშუალებას მოგვცემს“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

როგორც გამოცემა წერს, ქვეყანაში ვირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით, ბორის ჯონსონმა შეაჩერა ეკონომიკა და სხვა მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, აჩქარებს ვაქცინაციის პროცესს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსმა 102,000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ვირუსით 3.7 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. კორონავირუსის გავრცელების კუთხით, დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა