თეგებით ძიება
29. 01. 2021 მსოფლიო

ლარი კინგის გარდაცვალების მიზეზი დასახელდა

ამერიკელი ტელეწამყვანი ლარი კინგი კორონავირუსით არ გარდაცვლილა, როგორც მანამდე იყო ცნობილი. გარდაცვალების მიზეზი ინფექცია, სეფსისი იყო. ამის შესახებ ჟურნალისტის მეუღლემ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მის მეუღლეს სხვადასხვა დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. გარდა ამისა, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, 87 წლის კინგს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ტელეწამყვანის მეუღლემ ასევე ახსება სიტყვები, რომელიც წამყვანმა სიკვდილის წინ წარმოთქვა.

"მიყვარხარ, შვილებზე იზრუნე", - იყო კინგის ბოლო სიტყვები.

შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი ტელეწამყვანი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ წლის დასაწყისში ჟურნალისტი COVID-19-ის ინფექციით საავადმყოფოში მოათავსეს. გარდა ამისა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კინგს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა