როგორ მოვაწესრიგოთ ფინანსები და ურთიერთობები - რჩევები ენერგეტიკული პრაქტიკების ოსტატისგან
ფინანსური კეთილდღეობა ურთიერთობებთან არის დაკავშირებული, ეს არის ერთ-ერთი გასაღები და მთავარი, რასაც ადამიანი მიყავს თვითსიუხვის მდგომარეობამდე.
ენერგეტიკული პრაქტიკების ოსტატი, ფსიქოლოგი ანუკი ვეფხვაძე გთავაზობთ რჩევებს, როგორ მოაწესრიგოთ ურთიერთობები და ამით ხელი შეუწყოთ თქვენი ფინანსურ კეთილდღეობას:
რა არის სიუხვე? ეს არის ენერგიის ნაკადი, რომელშიც ადამიანი ენერგეტიკულად ჩართულია ან არა. მაშინ როდესაც ადამიანი შინაგანად სიუხვის მდგომარეობას მოაწესრიგებს, გააცნობიერებს, ყველაფერი ავტომატურად უმჯობესდება მის ცხოვრებაში, ყველა ცხოვრებისეული სფერო: ფინანსები, ჯანმრთელობა, სილამაზე, პირადი ურთიერთობა, გარშემომყოფებთან ურთიერთობები და ასე შემდეგ...
სანამ ადამიანი არ გააცნობიერებს და გაითავისებს სიუხვის მდგომარეობას, თვითკმაყოფილებასა და იმ შეგრძნებას, რომ ყველაფერი აქვს, მანამდე რასაც არ უნდა მიაღწიოს ცხოვრებაში, რამდენი ფულიც არ უნდა იშოვოს, ვერ გძნობს ამით კმაყოფილებას, სიმშივდესა და ბედნიერებას, მანამდე მუდმივად აქვს განცდა საიდანმე რაიმე იშოვოს და ეს კი ადამიანს უკარგავს შინაგან სიმშვიდესა და წარმატებით ტკბობის განცდას...
ფინანსური კეთილდღეობა დაკავშირებულია ურთიერთობებთან:
1. პირველ რიგში ურთიერთობის გაუმჯობესება ადამიანმა საკუთარი თავის შეცნობით და მოწესრიგებით უნდა დაიწყოს, რადგან თუ საკუთარ თავთან არ აქვს ურთიერთობა მოწესრიგებული, არანაირად არ გამოდის სხვა ადამიანებთან ჯანსაღი ურთიერთობა.
რას ნიშნავს საკუთარ თავთან ურთიერთობის მოწესრიგება?!
როდესაც ადამიანი მუდმივად განიცდის შფოთვებს, შიშებს, უსიყვარულობას და არ ღებულობს საკუთარ თავს ბოლომდე, არ იცნობს საკუთარ ემოციებს, სუსტ და ძლიერ მხარეებს...არ მუშაობს პიროვნულ, სულიერ ზრდაზე და საკუთარ ემოციონალურ ინტელექტზე. ხოლო, როდესაც მუშაობთ და ქმნით საკუთარი თავის საუკეთესო ვარიანტს, ეს არის საკუთარ თავთან ურთიერთობის მოწესრიგება, ამით აუმჯობესებთ თქვენს ფინანსურ სფეროსაც და მთლიანად მთელ ცხოვრებას.
2. ფინანსები, მამაკაცსა და ქალს შორის ურთიერთობა:
ყველაზე მთავარი პრობლემა ურთიერთობაში არის როდესაც, მამაკაცისა და ქალის როლები არეულია. მოკლედ, რომ აღვწეროთ შემთხვევა, რაც მამაკაცს ეხება, როდესაც მამაკაცი იქცევა, როგორც ბავშვი, ქალისგან ითხოვს ყურადღებას, თანაგრძნობას და არ არის საკუთარ თავში და ძალებში დარწმუნებული.
ან პირიქით, ქალი არ აცდის მამაკაცს გამოვლინდეს, რადგან თვითონ აქვს ოჯახის სადავეები ხელში. როდესაც მამაკაცი ქალს ექცევა, როგორც "პატარას“ მამასავით ან ქალი ექცევა მამაკაცს როგორც "შვილს“. ...და ასე შემდეგ...
ასეთ შემთხვევაში, წყვილს არ აქვს მოწესრიგებული არც საკუთარ თავთან და არც ერთმანეთთან ურთიერთობა, რადგან ჯანსაღი ურთიერთობა მიმართულია შექმნაზე და განვითარებაზე. ამ შემთხვევაში ურთიერთობაც უფრო საინტერესოდ ვითარდება და სიუხვის მდგომარეობაც ორივე წყვილს სწორედ აქვს მოწესიგებული და როდის ხდება ეს? როდესაც მამაკაცის და ქალიც ერთმანეთთან ვლინდებიან, როგორც შინაგანად ზრდასრულები, მამაკაცური და ქალური საწყისების არქეტიპებით, როდესაც ქალი გრძნობს დაცულობას მის გვერდით და მამაკაცი კი გრძნობს საკუთარ სიძლიერეს!
3. ფინანსები და მშობლებთან კავშირი:
როდესაც ქალი ურთიერთობაში ვლინდება მამაკაცისთვის როგორც "დედა“ და პირიქით, მამაკაცი როგორც "მამა“ ქალისთვის, ხშირ შემთხვევაში მიზეზია, როდესაც არ აქვთ მშობლებთან ურთიერთობა მოწესრიგებული.
მშობლებთან ურთიერთობა შინაგანად წესრიგდება, მედიტაციებით, ენერგეტიკული პრაქტიკებით, როლების მართებულად გადანაწილება, გრძნობების, ემოციების მოწესრიგება და პრეტენზიების გაშვება, რომელიც შემდეგ წყვილს შორის და თვით მშობლებთან ურთიერთობაზე დადებით გავლენას ახდენს.
როდესაც ამ კუთხით აწესრიგებთ ურთიერთობას მშობლებთან და საკუთარ შინაგან სამყაროში ეს არის სიუხვის ენერგიასთან წვდომა, ამ დროს კი ფინანსური საკითხი უმჯობესდება, როდესაც თითქოს არსაიდან ელოდი და უცბად ფინანსები შემოედინება.
4. ფინანსები და საქმიანი ურთიერთობები:
დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვები:
ეკოლოგიურად ვლინდება თუ არა ჩემი საქმიანობა სამყაროში?! მოაქვს თუ არა სარგებელი ჩემს საქმიანობას არამხოლოდ ჩემთვის, არამედ სხვა ადამიანებისთვისაც, რადგან ბიზნესი ეწყობა ორხმრივ ინტერესებზე, ჯანსაღ ურთიერთობებზე და კავშირებზე.
არაეკოლოგიურად გამომუშავებელი მილიონებითა და დიდი ფულით, არავინ არ გაბედნიერებულა ჯერ...
ამიტომ, არის მნიშვნელოვანი ფინანსურ ენერგიასთან ეკოლოგიურად ურთიერთობის მოწესრიგება, ზუსტად ამ გზით რეალიზებული ადამიანები არიან სიხარულით და ბედნიერებით სავსე, რადგან რეალიზდებიან თვითონაც, სარგებელი მოაქვთ საქმიანი პარტნიორებისთვის და მომხმარებლებისთვის, ასეთ შემთხვევაში სამყარო აუცილებლად ეხმარება ასეთ ადამიანებს და აძლევს მეტ ენერგიას, შინაგან ძალას, საჭირო რესურსებს მაშტაბური მიზნებისათვის!