რატომ ვხედავთ სიზმარში ღალატს და როგორ მოვიქცეთ, რომ სიზმარი რეალობად არ იქცეს?
სიზმარში საყვარელი ადამიანის ღალატს ხედავთ? დაახლოებით ასეთს: სახლში დაბრუნებუნებული ხედავთ, რომ ლოგინში თქვენს საუკეთესო მეგობართან ერთად წევს ან ფეიოსბუქში ნახეთ ფოტო, სადღაც ვიღაც ლამაზმანს კოცნის.. მოდით გავარკვიოთ რას ნიშნავს სიზმრები ღალატზე.
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ განმეორებადი სიზმრები სიღრმისეულ პრობლემებსა და განცდებს ასახავენ, რომელთა შესახებაც შეიძლება არც კი ვიცით. ეს განსაკუთრებით ისეთ უსიამოვნო სიზმრებს ეხება, როგორიცაა დაავადება ან ღალატი.
თუ ასეთი სიზმარი საყვარელ ადამიანთან ჩხუბის შემდეგ ნახეთ, მალე შერიგდებით. სიზმარი, პირველ რიგში იმიტომ გაჩნდა, რომ ჩხუბის გამო განიცდით და ნერვიულობთ, რომ ამის გამო შეიძლება სხვა ქალთან გიღალატოთ.
თუ საყვარელი ადამიანის ღალატის შესახებ სიზმრებს ხშირად ხედავთ, ეს ნიშნავს, რომ მისი დაკარგვის გეშინიათ. გეჩვენებათ, რომ რაღაცას არასწორად აკეთებთ და ქვეცნობიერად ნერვიულობთ. შეეცადეთ შიში თავიდან მოიცილოთ და მისი გაჩენის მიზეზი გააანალიზოთ.
თუ ვერაფრით გათავისუფლდით იმაზე ფიქრისგან თუ რატომ ხედავთ სიზმარში საყვარელი ადამიანის ღალატს, შეეცადეთ საკუთარი ქცევა შეცვალოთ და ურთიერთობებზე მუშაობა დაიწყოთ. ესაუბრეთ თქვენს საყვარელ ადამიანს და გულწრფელად უთხარით რა გაწუხებთ.გულს გულში, გვითხარით იმაზე, თუ რა გაწუხებთ. შეგიძლიათ სიზმრის შესახებ თქვენი განცდებიც გაანდოთ - ეს ხელს შეუწყობს დაძაბულობის განმუხტვას და სიზმრების აბსურდულობაზე ერთად იცინებთ.
თუ სიზმარში ხედავთ, რომ თავად ღალატობთ, სავარაუდოდ, მწვავე შეგრძნებებს ეძებთ. გირჩევთ გარემო შეიცვალოთ. მაგალითად, შაბათ კვირას სადმე, ქალაქგარეთ გაისეირნოთ.
ასეთი სიზმრები სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენი ურთიერთობა მთავრდება და არ შეგეშინდეთ, რომ ეს წინასწარმეტყველური სიზმარია. ახდება თუ არა ის, დიდწილად თქვენზე და თქვენს ქცევაზეა დამოკიდებული. ამ საქმეში მთავარია თავი დააღწიოთ დისკომფორტს, რომელიც სიზმრის შემდეგ გაჩნდა და არა სიზმრის ემოციების რეალურ ცხოვრებაში გადატანა.