თეგებით ძიება

დევნილთა საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა - ბავშვი ნანგრევებშია მოყოლილი

ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში, ე.წ საკონსერვო ქარხნის ყოფილ შენობაში, დევნილთა საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. "მტავარი არხის" ინფორმაციით, სემთხვევის შედეგად დაშავდა 11 წლის ბავშვი.

ადგილობრივების ინფორმაციით, შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო, რასაც აუდიტის არაერთი დასკვნა ადასტურებს და დევნილთა სამინისტროს მაცხოვრებლები აქამდე უნდა გაეყვანა ტერიტორიიდან.

რაც შეეხება დაშავებულ ბავშვს, მაშველები ჩანგრეული შენობიდან მის გამოყვანას ამ წუთებში ცდილობენ. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი შემთხვევის დროს დედასთან ერთად იყო.

mtavari.tv


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა