თეგებით ძიება

რაც მოითხოვა აზერბაიჯანის მხარემ, ყველაფერზე ხელი მოუწერა და რა ნიშნით არის გმირი - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ივერი მელაშვილზე

რაც მოითხოვა აზერბაიჯანის მხარემ, ყველაფერზე ხელი მოუწერა და რა ნიშნით არის გმირი, ვის წინაშე არის გმირი? – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ივერი მელაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

„გაუგებარია, რას ულოცავენ ერთმანეთს ბატონი ივერის გათავისუფლებასთან დაკავშირებით და რა აღტკინებაა, რაღაც ფსევდო გმირად გამოჩენის მცდელობასთან ერთად. რისი გმირობა ჩაიდინა? ამბობს, რომ ერთი გოჯი ვერ დაათმობინა აზერბაიჯანის მხარეს. მისი მთელი ღვაწლი სადამდე დადის, რომ რაც მოსთხოვა აზერბაიჯანის მხარემ, ყველაფერი დოკუმენტურად გაუფორმა, რაც მის ხელში ძალა და შესაძლებლობები იყო. იმით ვამაყობთ რომ, აზერბაიჯანის მხარე ბოდბემდე ითხოვდა საზღვარს და ივერი მელაშვილმა უკან დააწევინა, თუ რა? რაც მოითხოვა აზერბაიჯანის მხარემ, ყველაფერზე ხელი მოუწერა და რა ნიშნით არის გმირი, ვის წინაშე არის გმირი? ასე კადნიერად სასულიერო პირებზე საუბარი, რომ პოზიორობენ კელიების წინაშე, ძალიან შეუფერებელია ამ ხნის ადამიანისათვის და კარგად გამოჩნდა, ვინ სად პოზიორობს ამ თემაზე საუბრისას“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, რა გზით უზრუნველყოფს საზღვრის სწორად გავლენას სახელმწიფო, ამაში საქართველოს საპატრიარქო ვერ ჩაერევა.

„საქართველოს პოზიცია არ შეიძლება, იყოს სხვა, გარდა იმისა, რომ ჩვენ სახელმწიფოსგან ველოდებით კონსტრუქციულ თანმიმდევრულ ნაბიჯებს, რათა საზღვარი გაივლოს სწორად. სწორად გავლებული საზღვარი გულისხმობს, იმ რეალობის ასახვას, რომელშიც დავით გარეჯის ის კომპლექსი, ჩიჩხიტურისა და უდაბნოს კომპლექსი არის მოთავსებული საქართველოს ფარგლებში. რა გზებით გააკეთებს ამას, როგორ გააკეთებს სახელმწიფო, ამაში ვერ ჩავერევით, თუმცა შედეგი უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად სამართლიანი“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა