თეგებით ძიება

როგორ გადავარჩინოთ ქორწინება? - 10 ოქროს წესი

ცოლ-ქმრის გაყრა თანამედროვე ქვეყანაში აღარავის უკვირს, მაგრამ, იქნებ ღირს შეინარჩუნოთ ოჯახი და არ შეუერთდეთ განქორწინებულ ქალთა არმიას... ყველაზე გავრცელებულ სიტუაციებს ფსიქოლოგთან ერთად განვიხილავთ.

1. პატივი ეცით ერთმანეთს

როგორ გადავარჩინოთ ქორწინება? - 10 ოქროს წესი



ურთიერთპატივისცემაზეა აგებული ჰამონიული ოჯახური კავშირი. პარტნიორზე გაბრაზებული რომც იყოთ, ემოციებისა და სიტყვების კონტროლი გმართებთ.

2. ნუ შეადარებთ თქვენს ქმარს სხვებს




თქვენ გესიამოვნებათ მუდმივად სხვას რომ შეგადარონ? არა მგონია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მოღიმარი წყვილის ფოტო ბედნიერ ოჯახზე მიუთითებდეს. არავინ იცის, რა ხდება მათ ურთიერთობაში სინამდვილეში.

3. მოუარეთ საკუთარ თავს


მოუარეთ საკუთარ თავს, სხეულს. შინ დაბრუნებულ ქმარს თუ მუდმივად დალაქავებული ხალათითა და გაწეწილი თმით დახვდებით ეცდება მალევე დაგშორდეთ.

4. ჯერ ქმარი, მერე ბავშვები



მშობელი უნდა ზრუნავდეს ბავშვზე, მაგრამ ისე არა, რომ საკუთარი თავი დაივიწყოს. ბავშვს არ სჭირდება უამრავი ერთნაირი სათამაშო. ქმარს კი მოსიყვარულე ცოლი სჭირდება, სხვისკენ რომ არ გაექცეს თვალი.

5. პატიება



იდეალური არავინაა, შეცდომები ყველას მოსდის. ცოლ-ქმარს თუ ერთმანეთის პატიება არ შეუძლია, ერთად დიდხანს ვერ გაჩერდებიან.

6. პარტნიორის შეცვლა



ვერავის შეცვლით. თქვენი ქმარი მოძებნის ისეთ ქალს, ვინც მიიღებს მას ისეთ, როგორიცაა. უმჯობესია, ახალ ოჯახურ ტრადიციებს ჩაუყაროთ საფუძველი, რომელიც ორივეს გაგახარებთ.

7. დაივიწყეთ ულტიმატუმით საუბარი და სიტყვა "განქორწინება"




რას იზამთ, ქმარმა რომ გითხრათ: "კარგი, ჩაალაგე და წადი"? უმჯობესია, აკონტროლოთ ნათქვამი. მერე თავის მართლება რომ არ დაგჭირდეთ.

8. აკონტროლეთ ემოციები



ყოველთვის, როცა ქმრისთვის შეურაცხყოფის მიყენება მოგინდებათ, შეაჩერეთ საკუთარი თავი. უთხარით, რომ მიუბრუნდებით საუბარს, როცა ორივე დამშვიდდებით.

9. არასდროს თქვათ ქმარზე ცუდი რამ
არც დაქალებთან, არც დედასთან. თქვენ შერიგდებით, მათ კი ემახსოვრებათ, რომ თქვენი ქმარი...



10. ისწავლეთ პარტნიორის სიყვარულის ენა


იქნებ თქვენი ქმრისთვის სიყვარულის გამოხატვაა: შექება, შეხება, მზრუნველობა, მატერიალური საჩუქრები. ისწავლეთ პარტნიორის სიყვარულის ენა და გამოიყენეთ იგი.

marao.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა