თეგებით ძიება

როგორია ზუგდიდში ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვის მდგომარეობა?

ზუგდიდში, საცხოვრებელი სახლის ნანგრევებიდან ამოყვანილი 10 წლის მოზარდი საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"კლინიკაში 112-ის ბრიგადის მიერ შემოყვანილია მოზარდი, მდედრობითი სქესის მრავლობითი ტრავმული დაზიანებებით, ზოგადი მდგომარეობა სტაბილური, საშუალო სიმძიმის. უტარდება შესაბამისი კვლევები და მონიტორინგი დინამიკაში დაკვირვება", - აცხადებს ექიმი.

ზუგდიდში უბედური შემთხვევა დღეს მოხდა. 2-სართულინი ავარიული საცხოვრებელი სახლი ზუგდიდში ჩამოინგრა, რის შედეგან ნანგრევების ქვეშ 10 წლის მოზარდი მოჰყვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა