ცნობილი ადამიანები, რომლებიც საუკეთესო მეგობრები არიან
ფილმსა თუ სერიალში შესრულებული როლიდან მეგობრობამდე მართალია ერთი ნაბიჯია, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ მომღერალსა და მოდელს, ანდაც ჰერცოგინიასა და სპორტსმენს არ შეუძლიათ იყვნენ საუკეთესო მეგობრები.
რიანა და კარა
პოპ დივა რიანა და სუპერმოდელი კარა დელევინი რამდენიმე წლის წინ დამეგობრდნენ. წვეულებებზე, ღონისძიებებსა თუ წითელ ხალიჩაზე რირი და კარა ერთად არა ერთხელ გამოჩენილან. ასაკისა და გამოცდილების გათვალისწინებით ბარბადოსელი მომღერალი ერთგვარი მენტორის ფუნქციასაც ითავსებს და კარას საჭირო რჩევებით ხშირად ამარაგებს.
ჯანსტინი და რაიანი
როგორც აღმოჩნდა, ჯასტინ ტიმბერლეიკი და რაიან გოსლინგი ბავშვობის მეგობრები არიან და მათ 20 წელიწადზე მეტი აკავშირებთ ერთმანეთთან. მსახიობები სატალავიზიო შოუ The Mickey Mouse Club-ის გადაღებებზე შეხვდნენ ერთმანეთს 90-იანებში.
მეგანი და სერენა
სერენა უილიამსი 1 წლის წინ პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის სამეფო ქორწილის მთავარი სტუმარი გახლდათ, ის ხომ მეგანის უახლოესი მეგობარია. ამ ორმა ერთმანეთი 2010 წელს გაიცნო, Super Bowl Party-ზე და მას შემდეგ ძვირფასი ურთიერთობა აკავშირებთ.
მერილი და ჰილარი
ეჭვგარეშეა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატს არჩევნებზე, A-list წრიდან, ერთი ადამიანის იმედი ყოველთვის უნდა ჰქონოდა. მერილ სტრიპსა და ჰილარი კლინტონს მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებთ, ისინი ამას საჯაროდაც ხშირად აღნიშნავენ და ერთი-მეორის მიმართ აღფრთოვანებასაც არ მალავენ.
ბრედი და ჯორჯი
გარდა იმისა, რომ ბრედ პიტსა და ჯორჯ ქლუნის ერთად არაერთ ფილმში მიუღიათ მონაწილეობა, დაწყებული Ocean’s Eleven-ით და Burn After Reading-ით დამთავრებული, ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე სიმპათიურ მამაკაცებსა და უახლოეს მეგობრებს ერთმანეთის გაშაყირება არასოდეს ბეზრდებათ.
ლივი და ქეითი
საქვეყნოდ ცნობილი მშობლების დამსახურებით, ლივ ტაილერი და ქეით ჰადსონი ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ, თუმცა ისინი განსაკუთრებით 2000 წელს დაახლოვდნენ, როდესაც ფილმ Dr. T and the Women-ში მიიღეს მონაწილეობა.
ჯენიფერი და კორტნი
I’ll be there for you – მრავალწლიანი პარტნიორობა ხშირად უდიდეს მეგობრობაში გადაიზრდება ხოლმე, ჯენიფერ ენისტონი და კორტნი კოქსი ამის ნამდვილი მაგალითი არაიან. 90-იანების საკულტო სერიალის დასრულების შემდეგ, მათ კომუნიკაცია არ შეუწყვეტიათ. ჯენიფერისა და კორტნის საერთო გამოჩენა კი ჩვენ ისევ და ისევ ემოციებით აღგვავსებს.
ლეო და ქეითი
დიახ, ჯეკისა და როუზის როლი ჰოლივუდელი მსახიობებისთვისაც ნამდვილი მეგობრობის საწყისი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი მათ წყვილად აღიქვამს და საიდუმლო მიჯნურობასაც მიაწერს თითოეულს, ლეო და ქეითი დღემდე მხოლოდ მეგობრებად რჩებიან.
ქენდალი და ბელა
ახალი თაობის სუპერმოდელები მალევე დაახლოვნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათი ურთიერთობა ათეულობით წელიწადს არ ითვლის, ისინი მაინც საუკეთესო მეგობრები არიან, ყოველი მათი საერთო გამოჩენა კი ერთი ესთეტიკური სიამოვნებაა.
სოფი და მეისი
სოფი ტერნერმა და მეისი უილიამსმა ერთმანეთი „სამეფო კარის თამაშების“ ქასთინგზე გაიცნეს. მათ ერთად გამოიარეს გარდატეხის ასაკისა და მსოფლიოს ობიექტივში ყოფნის პრობლემები. როგორც თავად აღნიშნავენ, ყოველთვის მხარს უჭერენ და ეხმარებიან ერთმანეთს. ძალიან მალე, მეისი სოფის ქორწილში მეჯვარეც (Made of honor) იქნება.
regarder.ge