თეგებით ძიება

დღეიდან შეზღუდვების შემსუბუქება იწყება - რა შეზღუდვები მოიხსნა 1-ლი თებერვლიდან

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვების ნაწილი 1-ლი თებერვლიდან მოიხსნა.

კერძოდ:

პირველი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება სკოლების, მუნიციპალური ტრანსპორტის, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშობა. ამ ქალაქებში შაბათ-კვირას, მთელი თებერვლის განმავლობაში, არ იფუნქიცონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები იმუშავებენ ისევ დისტანციურად;

აჭარაში პირველი თებერვლიდან დაგეგმილია კვების ობიექტების გარე სივრცეების გახსნა. აკრძალული რჩება ქორწილები და სხვა დიდი სარიტუალო ღონისძიებები.

სხვა რეგიონებში კვების ობიექტები მუშაობას გააგრძელებენ გატანის სერვისზე.

ძალაში დარჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე.

პირველი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები იხსნება, ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები.

შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება.

ძალაში რჩება პირბადის ტარების წესი.

შემსუბუქების პარალელურად მნიშვნელოვანია ვირუსის ინტენსიური გავრცელების პრევენცია მოხდეს, ამიტომ თითოეული დარგისთვის ტესტირების პროტოკოლები დაადგინეს.

ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი 30-ზე მეტი თანაშრომლით, მათ შორის ბაზრობები, ვალდებული იქნებიან 2 კვირაში ერთხელ უზრუნველყონ თანამშრომელთა არანაკლებ 20%-ის ტესტირება. კვების ობიექტებისთვის ეს პირობა არის 2 კვირაში ერთხელ არანაკლებ 50%-ის ტესტირება.

სახელმწიფო უზრუნველყოფს მასწავლებლების ტესტირებას 2 კვირაში ერთხელ.

ბიზნესის წარმომადგენლები უნდა დარეგისტრირდნენ სპეციალურ პორტალზე და ინტენსიური ტესტირების პროგრამის ფარგლებში, პირველ მარტამდე უფასოდ გატესტონ თანამშრომლები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა