რუსეთზე დაწესებულმა სანქციებმა და მათმა მოხსნამ შესაძლოა ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებებში - მარკო რუბიო
დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილი მარკო რუბიო აცხადებს, რომ რუსეთზე დაწესებულმა სანქციებმა და მათმა მოხსნამ შესაძლოა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებებში.
მისივე თქმით, ორივე მხარეს - უკრაინასაც და რუსეთსაც მოუწევთ დათმობაზე წასვლა.
"ეს ომი უნდა დასრულდეს და ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს აშშ-ის ოფიციალური პოლიტიკა - ჩვენ გვინდა ომის დასრულება. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ რეალისტურად შეხედოს სიტუაციას. დათმობებზე წასვლა მოუწევს რუსეთის ფედერაციას, მაგრამ ასევე - უკრაინელებს. რუსეთზე დაწესებულმა სანქციებმა და მათმა მოხსნამ შესაძლოა ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებებში", - აღნიშნავს სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილი მარკო რუბიო.
მისივე თქმით, უკრაინის აღდგენას ათობით წელი და ასობით მილიარდი დოლარი დასჭირდება.