ქვემო ქართლში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
მარნეული-სადახლოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ადგილობრივი მედიის 24news-ის ცნობით, ერთმანეთს ორი "ტოიოტასა" და "ოპელის" მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.
შეჯახების შედეგად ადგილზე დაიღუპა შუა ხნის მამაკაცი.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები.