თეგებით ძიება

დღეიდან თბილისსა და რეგიონებში არასასურსათო მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები მუშაობას განაახლებენ

შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დაიწყო. დღეიდან თბილისსა და რეგიონებში მუშაობას განაახლებენ არასასურსათო მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. დასაშვები იქნება გასახდელების ფუნქციონირება და ნივთების გადაცვლა.

გარკვეული შემსუბუქება გავრცელდება სავაჭრო სივრცის ერთ კვადრატულ მეტრზე მომხმარებელთა დაშვების მიმართულებითაც. ამასთან, სავაჭრო ადმინისტრაციებს დაევალათ თანამშრომლების არანაკლებ 20%-ის სავალდებულო შემოწმება კორონავირუსზე ორ კვირაში ერთხელ.

თებერვალში ტესტირების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს. სავაჭრო მოლები და არასასურსათო მაღაზიები არ იმუშავებენ შაბათ-კვირას. ღია და დახურული ბაზრობების გახსნა, სავარაუდოდ 15 თებერვლიდან იგეგმება. თუმცა, ნებისმიერი შემდგომი გადაწყვეტილება შეზღუდვების შემსუბუქების მიმართულებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების მკაცრი მონიტორინგის საფუძველზე მიიღება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა