დღეიდან აჭარაში კვების ობიექტების ღია სივრცეები გაიხსნება
დღეიდან აჭარაში კვების ობიექტების ღია სივრცეები გაიხსნება. გადაწყვეტილების მიღება იმან განაპირობა, რომ აჭარაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდა.
მათ ადმინისტრაციას თანამშრომელთა 50%-ის პერიოდული ტესტირების ვალდებულება დაეკისრათ. თუმცა შეზღუდული რჩება ქორწილები ან სხვა დიდი წვეულებები.
სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები, ამ ეტაპზე მუშაობას გააგრძელებენ გატანის სერვისით იმ წესების დაცვით, რაც მანამდე მოქმედებდა.