თეგებით ძიება

ერთია, რა გვინდა ქართველებს, რა არის საქართველოს ინტერესი - ივერი მელაშვილი მის სკანდალურ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს

პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­მა ივე­რი მე­ლაშ­ვილ­მა "ტვ პირ­ვე­ლის" ეთე­რით სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა: "რო­დე­საც ხაზს უს­ვამ და წყვეტ, გინ­და თუ არა, ეს ჩე­მია, რო­გორ არის შენი, რო­დე­საც არ არის შენი, არ გაქვს ამის სა­ფუძ­ვე­ლი. იქ ვი­ღაც ბერი იქ­ნე­ბა, თუ ერის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, თუ ზოგი მივა იქ და კე­ლი­ებ­თან პო­ზი­რე­ბას და­ი­წყებს, ამის გამო ეუბ­ნე­ბი, რომ ჩე­მია, არ არის სწო­რი... არ არის შენი და არ და­გით­მობს არა­სო­დეს. ის სა­შუ­ა­ლე­ბა, რაც მა­ნამ­დე გვქონ­და, ყვე­ლა­ფერ ამას აფუ­ჭებ, ხაზს უს­ვამ და მტრუ­ლად გა­ნა­წყობ შენს პარტნი­ორ ქვე­ყა­ნას". მე­ლაშ­ვი­ლის ამ გან­ცხა­დე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია, პრო­კუ­რორ­მა ჯარ­ჯი წიკ­ლა­ურ­მა კი ბრა­ლის აღი­ა­რე­ბად მი­იჩ­ნია და დას­ძი­ნა: "არა­ვის გა­უჩ­ნდეს გან­ცდა, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ პო­ზი­ცი­ე­ბი შე­არ­ბი­ლა. ჩვენ ვიქ­ნე­ბით უკომ­პრო­მი­სო! სა­სა­მარ­თლო­ზე ფაქ­ტე­ბის წი­ნა­შე დად­გე­ბი­ან ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი და კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მაც მო­უ­წევთ. ნუ­რა­ვის ექ­ნე­ბა ილუ­ზია, რომ წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის გი­რა­ო­თი შეც­ვლა მათ უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს - ბრალ­დე­ბუ­ლებს 15 წლამ­დე სას­ჯე­ლი ემუქ­რე­ბათ". მე­ლაშ­ვი­ლის სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა შე­ა­ფა­სა იუს­ტი­ცი­ის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მაც: "სა­ზო­გა­დო­ე­ბა შოკ­შია მე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბე­ბით... უკვე მე­ო­რე დღეა, ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი ისე მუ­შა­ობს სა­კუ­თა­რი თა­ვის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რას სა­მუ­შაო აღარ დარ­ჩა"."სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო კი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­უ­წო­დებს, სი­ტყვა საქ­მედ აქ­ცი­ოს და გა­მო­ძი­ე­ბა ბო­ლომ­დე მი­იყ­ვა­ნოს!

აი, რა უპა­სუ­ხა ივე­რი მე­ლაშ­ვილ­მა გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან"ინ­ტერ­ვი­უ­ში კი­თხვას:

- თქვენს სა­ტე­ლე­ვი­ზიო გან­ცხა­დე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის აღ­შფო­თე­ბა მოჰ­ყვა. პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ­ბობს, რომ ეს, ფაქ­ტობ­რი­ვად, ბრა­ლის აღი­ა­რე­ბაა. ამ­ტკი­ცებთ, რომ და­ვით­გა­რე­ჯის ტე­რი­ტო­რია სა­ქარ­თვე­ლო­სი არ არის?

- რაც ჩემ­თვის გა­სა­გე­ბია, იმას ვამ­ბობ მოკ­ლედ და ასე მოხ­და ამ შემ­თხვე­ვა­შიც - აზრი არ და­ვას­რუ­ლე და არ მი­ფიქ­რია, რომ ამას ვი­ღაც კუდს სხვა­ნა­ი­რად გა­მო­ა­ბამ­და. ალ­ბათ, უფრო მკა­ფი­ოდ და ზუს­ტად უნდა გან­მე­მარ­ტა. იცით, რა? ერ­თია, რა გვინ­და ქარ­თვე­ლებს, სა­ქარ­თვე­ლოს, რა არის სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სი და ცხა­დია, ამის­კენ უნდა ვის­წრა­ფო­დეთ. ამას ვა­კე­თებთ კი­დეც მო­ლა­პა­რა­კე­ბის გზით, რად­გან სხვა­ნა­ი­რად ვე­რა­ფერს მი­აღ­წევ. რაც ბოლო დროს პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ნა­ცხა­და, ეს საქ­მეს აზა­რა­ლებს. პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ­ბობს, რომ ეყ­რდნო­ბა რა­ღაც 200 000-იანი მას­შტა­ბის რუ­კას და ორ ადა­მი­ანს გვა­და­ნა­შა­უ­ლებს. ჩვენს იქით კი­დევ ვის რა ბრალ­დე­ბას წა­უ­ყე­ნებს, კაც­მა არ იცის! თურ­მე სა­ქარ­თვე­ლოს კუთ­ვნი­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი აღ­მო­ჩე­ნი­ლა მის სა­ზღვრებს გა­რეთ. ამას კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ ვე­თან­ხმე­ბი, მსგავ­სი რამ არ მომ­ხდა­რა. რა­საც ამ 200 0000-იან რუ­კა­ზე ამ­ბო­ბენ, არის დი­ლე­ტან­ტუ­რი, გა­უ­აზ­რე­ბე­ლი, და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი და უსა­ფუძ­ვლო აზ­როვ­ნე­ბის ნა­ყო­ფი.

- თქვენ მი­მართ ბრალ­დე­ბა ამა­ზეა აგე­ბუ­ლი და ყვე­ლა ამ­ბობს, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სწო­რედ ეს რუ­კაა. თქვენ სა­პი­რის­პი­როს ამ­ტკი­ცებთ?

- პრო­კუ­რა­ტუ­რა გვაბ­რა­ლებს, რომ თურ­მე ჩვე­ნი ძირ­გა­მომ­თხრე­ლი მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლოს კუთ­ვნი­ლი 35 კი­ლო­მეტ­რამ­დე ტე­რი­ტო­რია სა­ზღვრებს გა­რეთ აღ­მოჩ­ნდა და ამას ასა­ბუ­თებს იმით, რომ იმ 200 000-იანი მას­შტა­ბის რუ­კა­ზე ეს სხვა­ნა­ი­რად არის გა­კე­თე­ბუ­ლი. ეს არას­წო­რია. არც ერთ დო­კუ­მენ­ტში, არც მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის მა­სა­ლებ­ში არ ჩანს, რომ ის ტე­რი­ტო­რია, რო­მელ­საც პრო­კუ­რა­ტუ­რა გუ­ლის­ხმობს და რო­მე­ლიც თით­ქოს კო­მი­სი­ე­ბის შე­თან­ხმე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს­თვის იყო მი­კუთ­ვნე­ბუ­ლი და მერე მოხ­ვდა სა­ზღვრებს გა­რეთ, ოდეს­მე ჩვე­ნი იყო.

იხილეთ ინტერვიუ სრულად: kvirispalitra.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა