თეგებით ძიება

მთავრობა ჩადგეს ჩვენს მდგომარეობაში, აიღოს ის 200 ლარი და დამიჯერეთ, სხვანაირად დაწერს კანონსაც და რეგულაციებსაც - კახა მამულაშვილი

პროდიუსერმა კახი მამულაშვილმა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებზე საუბრისას განაცხადა, რომ ადამიანები არსებულ ვითარებას პასუხისმგებლობით ეკიდებიან და ამიტომ მკაცრი შეზღუდვების არსებობის აუცილებლობა არაა.

„მთავრობა თვითონ ჩადგეს ჩვენს მდგომარეობაში – აიღოს ის 200 ლარი, ან 6 თვეში 300 ლარი. დამიჯერეთ, სხვანაირად დაწერს კანონსაც და რეგულაციებსაც სხვანაირად გამოუშვებს. პირველი ლოკდაუნის დროს სხვა სიტუაცია იყო. არ ვიცოდით რა ვირუსი იყო და რისფაქტორებზე მივდიოდით. შემდეგ ჩვენც გაგვიჩნდა პასუხისმგებობის გრძნობები. მთავრობაშიც უნდა იცოდნენ, რომ ადამიანებს სხვანაირი პასუხისმგებლობები აქვთ უკვე.

რა მინდა იცით ვთხოვო, ვინც ამ კანონებს წერს და წესებს ადგენს, თვითონ ჩადგეს ჩვენს მდგომარეობაში. არ აიღოს თავისი ხელფასი და აიღოს ის 200 ლარიანი დახმარება. დამიჯერეთ, იმ კანონს სხვანაირად დაწერს და სხვანაირ რეგულაციებს გამოუშვებს. თვითონ თუ ჩადგება იმ სიტუაციაში, რაშიც ამდენი ადამიანია ჩამდგარი“, – ამბობს პროდიუსერი კახა მამულაშვილი „ტვ პირველთან“ საუბარში


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა