დაპირისპირება ეთნიკურად აზერბაიჯანელებსა და ქართველებს შორის და ხმაურიანი დაკავებების სერია კომენდანტის დროს - რა მოხდა ქვიშხეთის ქუჩაზე?
ხმაური და დაპირისპირება თბილისში კომენდანტის დროს - გასულ ღამეს, ქვიშხეთის ქუჩაზე კრიმინალური პოლიცია იყო მობილიზებული. ადგილობრივების თქმით, სამართალდამცავებმა რამდენიმე ახალგაზრდა საცხოვრებელიდან გამოიყვანეს და დააკავეს.
ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ ერთმანეთს ორი ჯგუფი დაუპირისპირდა. მიზეზი კი ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა.
დაპირისპირებულთა შორის იყვნან ეთნიკურად აზერბაიჯანელები, მეორე ჯგუფს კი ეთნიკურად ქართველები წარმოადგენდნენ. დაპირისპირება კი დავით გარეჯის საკითხს მოჰყვა.
"ჩხუბი აზერბაიჯანელებსა და ქართველებს შორის მოხდა. მიზეზი კი დავით გარეჯის საკითხი გამხდარა" - აცხადებს
როგორც ირკვევა ადმინისტრაციული სამართალდარღვევით ორი პირია დაკავებული. მათ გამოძიება წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცველების მიმართ დაუმორჩილებლობას ედავება.
წყარო:newposts.ge