პოლიციამ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ სამოქალაქო აქტივისტი ისაკო დევიძე დააკავა
პოლიცია კიდევ ერთ სამოქალაქო აქტივისტთან ისაკო დევიძესთან ატარებს ჩხრეკას, ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
"ისაკო დევიძესთან შევიდა პოლიცია, მიმდინარეობს ჩხრეკა. დეტალები ჯერ უცნობია", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციში.
მოგვიანებით ისაკო დევიძის ოჯახის წევრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს და ჯერჯერობით უცნობია, რომელ იზოლატორში უპირებენ გადაყვანას.