თვეებია კეტავთ გზებს, იწვევთ საცობებს და აქამდე არ გიკითხავთ ვინმესთან ხომ არ დაიგვიანა სასწრაფომ და თქვენ როცა დაგჭირდათ, 10 წუთი როგორ დაიგვიანაო?! - სალუქვაძე
წარმოუდგენელი უტიფრობაა, გზას კეტავდე მოძრაობის შეფერხების მიზნით და მერე პრეტენზიას წერდე "10 წუთი ელოდაო." - ექსპერტი ამირან სალუქვაძე გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აქციაზე დაშავებული ტვ პირველის ოპერატორი სასწრაფო დახმარების მანქანის მოსვლას 10 წუთზე მეტი ხანი ელოდა.
▪️ცენტრალურ მაგისტრალზე საბოტაჟს აწყობთ, თვეებია კეტავთ გზებს და იწვევთ საცობებს და აქამდე არ გიკითხავთ ვინმესთან ხომ არ დაიგვიანა სასწრაფომ, პოლიციამ ან სახანძრომ და თქვენ როცა დაგჭირდათ, 10 წუთი როგორ დაიგვიანაო?!
▪️დაინტერესდით დღეს ან სხვა დღეებში რამდენს ვერ მიუსწრო სასრაფომ? იქნებ ვინმე თბილისში მოჰყავდათ მძიმე მდგომარეობაში?
▪️გახსოვთ გაბრაზებულ მოქალაქეებს რომ ლანძღავდით, მოითმინეთ დისკომფორტიო? არადა ზოგს წამალი ჰქონდა მისაღები, ზოგს ავადმყოფი ეჯდა მანქანაში...
▪️წარმოუდგენელი უტიფრობაა, გზას კეტავდე მოძრაობის შეფერხების მიზნით და მერე პრეტენზიას წერდე "10 წუთი ელოდაო."
▪️დღეს მთელი დღეა რადიო თავისუფლების თბილისის ფილიალი პოსტავს:
- რა ხდება მოლთან;
- მოძრაობა შეფერხებულია;
- გზა ნაწილობრივ გადაიკეტა და ა.შ. - წერს ამირან სალუქვაძე.