თეგებით ძიება

მათ უკან დახევა და გარკვეული პოზიციების გადასინჯვა მოუწიათ - ოხანაშვილი ოპოზიციონერ დეპუტატებზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატების პოზიცია განსაზღვრავს, ხვალ შეუწყდებათ თუ არა მათ სადეპუტატო მანდატები. როგორც ოხანაშვილი აღნიშნავს, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ოპოზიციის გარკვეულ ჯგუფებში განწყობა შეცვლილია და მათ პრაქტიკულად უკან დახევა უწევთ:

"ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო კვირაში დაკორექტირდა ოპოზიციური ჯგუფების პოზიციები და ისინი საუბრობენ, რომ შესაძლებელია გაგრძელდეს მოლაპარაკებები და ამას მხარს უჭერენ. საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლებელია უფლებამოსილების შეწყვეტამ გავლენა იქონიოს მოლაპარაკებებზე. პრაქტიკულად, ისინი ამბობენ და მოგვიწოდებენ, რომ იქნებ ჩვენ ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომლითაც შესაძლებელი იქნება მოლაპარაკებები ჩიხში არ შევიდეს. პრაქტიკულად, მათ უწევთ უკან დახევა და გარკვეული პოზიციების გადასინჯვა. ეს ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ როგორც გარკვეული საკითხების გადაფასება. ისინი მზად არიან გარკვეული საკითხები ხვალამდე გადააფასონ, ვიდრე ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ. ამიტომ, ჩვენც ვიტოვებთ უფლებას ამ საკითხზე ვიმსჯელოთ გუნდში. ვიდრე საბოლოოდ არ გვეცოდინება მათი პოზიცია, წინმსწრებად არ გავაჟღერებ პოზიციას რა გადაწყვეტილებას მივიღებთ. ეს დამოკიდებული იქნაბა მათ პოზიციაზე. ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ოხანაშვილმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა