„მოძრაობა საქართველოსთვის“ ჩხოროწყუს მერიასთან აქციას მართავს
ამ წუთებში, ჩხოროწყუს მერიასთან ხმაურია. საპროტესტო აქციას „მოძრაობა საქართველოსთვის" მართავს. მოძრაობის წევრები შენობაში შეჭრას ცდილობენ, რის უფლებასაც არ აძლევს სამართალდამცავები.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ სურთ საკრებულოს სხდომას დაესწრონ და აპარატის თანამშრომლებს მოსთხოვონ პასუხი იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ, მერიაში მოხდა.
საქმე ეხება სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მეორე საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეები მერიაში მიიყვანეს და შიდა ოთახები და საპირფარეშო დაალაგებინეს.