თეგებით ძიება

“მე წყალი დამქონდა და დანარჩენი ბავშვები რეცხავდნენ იატაკს” – რას ჰყვებიან მოსწავლეები, რომლებსაც ჩხოროწყუს მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს

ჩხოროწყუს ერთ-ერთი სკოლის დირექტორი, რომლის მოსწავლეებსაც მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს, ამბობს, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია.

თუმცა, მოსწავლეები ამტკიცებენ, რომ სკოლის ადმინისტრაციამ და მასწავლებლებმა ფაქტის შესახებ იცოდნენ.

“სკოლიდან წაგვიყვანა ეთერი ჯაფარიძემ და შეგვიყვანა მერიაში. დავასუფთავეთ დარბაზი, შემდეგ ორმა ბავშვმა მოისურვა საჭირო ოთახში შესვლა… იცოდა დირექტორმა, ინგლისურის და მათემატიკის მასწავლებლებმა”, – აცხადებს ერთ-ერთი მოსწავლე.

ამასთან, მედიასთან სკოლის კიდევ ერთი მოსწავლე საუბრობს.

“მე წყალი დამქონდა და დანარჩენი ბავშვები რეცხავდნენ იატაკს”, – ამბობს კიდევ ერთი მოსწავლე.

ამავე სკოლის მასწავლებლების განცხადებით კი მერიის თანამშრომლებმა ბავშვები “პროექტის ფარგლებში” წაიყვანა.

“თქვა, რომ ბავშვებს ვანახოთ შრომის ფასი… ვანახებ მინის წმენდის ტექნიკას. რა სამუშაოები შეასრულეს, ჩემთვის უცნობია”, – განაცხადა ერთ-ერთმა მასწავლებელმა.

შეგახსენებთ, გუშინ, ინტენეტში გავრცელდა კადრები, თუ როგორ ასუფთავებინებდნენ ჩხოროწყუს ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებს მერიის შენობის საპირფარეშოს.

ცნობისთვის, ჩხოროწყუში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, ერთ-ერთი სკოლის დირექციის თანხმობით, მოსწავლეები „დასუფთავების აქციაზე“ წაიყვანა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა