თეგებით ძიება

„გარკვევით ამბობს ორ სიტყვას – მამა და ანა“ - ცოტნე გამსახურდია ალაპარაკდა

წელიწადი და ერთი თვეა ცოტნე გამსახურდია მკურნალობას გადის, ჯერ საქართველოში, შემდეგ თურქეთში, ამჟამად კი გერმანიაში. როგორც მისი ძმა, გიორგი გამსახურდია ამბობს, ცოტნეს მკურნალობის და რეაბილიტაციის ძვირადღირებულ კურსს მთლიანად ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.


მთელი ამ ხნის განმავლობაში მის გვერდით იმყოფება მეუღლე, ანა ჯაბაური, რომელსაც ჟურნალი „სარკე“ ესაურბა:


„ამ ეტაპზე ჩვენ გერმანიის საუკეთესო კლინიკაში ვიმყოფებით, სადაც ცოტნე სპეციალურად მისი მდგომარეობის გათვალისწინებით შემუშავებული პროგრამით გადის რეაბილიტაციის კურსს, რომელიც ნამდვილად წარმატებით მიმდინარეობს. ყველა ექიმი, ვისაც შეხება ჰქონდა ცოტნესთან და გაეცნო მის სამედიცინო ისტორიას, გაოცებას ვერ მალავს და ამბობს, რომ ნამდვილად სასწაული მოხდა, რადგან მსგავსი მდგომარეობის დროს გადარჩენა თითქმის შეუძლებელი იყო.


ჩვენ ძალიან ნელა, მაგრამ ჯიუტად მივიწევთ წინ. ცოტნეს აქვს მოძრაობის, ლაპარაკის მცდელობა, უკვე გარკვევით ამბობს ორ სიტყვას – მამა და ანა. თითქმის მთელი დღეს დატვირთული გვაქვს სხვადასხვა ვარჯიშებით. სრული რეაბილიტაციისგან შორს ვარ. ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდება არამარტო კლინიკებში, არამედ, ვფიქრობ, მშობლიურ გარემოშიც, რაც ფსიქოლოგიურად დადევით გავლენას მოახდენს მასზე.


პირველივე დღიდან საქართველოს მთავრობა და ფონდი „ქართუ“ დადგა ჩვენს გვერდით, მკურნალობას და რეაბილიტაციას მთლიანად აფინანსებს და მზადაა, მომავალშიც დააფინანსოს. სანამ დასჭირდება ცოტნეს, იქნება ღია ანგარიში“, – ამბობს ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა