თეგებით ძიება

მოკვდი სილამაზის გამო - 6 მომაკვდინებელი „კოსმეტოლოგიური“ საშუალება, რომლებსაც ძველად იყენებდნენ


იმისთვის, რომ ლამაზად გამოიყურებოდნენ, ქალები ხშირად მიდიან მსხვერპლზე. არჩ თუ ისე იშვიათად მათ ქირურგიულ მაგიდაზე წოლაც კი უწევთ და თან ეს ყოველთვის სასურველი შედეგის მომტანიც არ არის. თუმცა ძველ დროში ყველაფერი გაცილებით უფრო რთულად იყო და სილამაზეც გაცილებით მეტ მსხვერპლს ითხოვდა, თქვენ წარმოიდგინეთ, ხანდახან პირდაპირი გაგებითაც.

მოდით, ვნახოთ ის კოსმეტიკური საშუალებები, რომლებსაც ძველად იყენებდნენ და ხანდახან მათი გამოყენებით შეიძლება ადამიანი მომკვდარიყო კიდეც.


ბელადონა


მოკვდი სილამაზის გამო - 6 მომაკვდინებელი „კოსმეტოლოგიური“ საშუალება, რომლებსაც ძველად იყენებდნენ


შხამიანი მცენარე, რომლის ყველა ნაწილი შხამიანი იყო. მისი წვენი უძველესი დროიდან გამოიყენებოდა როგორც ნარკოტიკული საშუალება, ამიტომ ძალიან უცნაურია, რომ მას კოსმეტიკური მიზნებითაც იყენებდნენ. როგორც ცნობილია, ქალები ამ მცენარის წვეთებს თვალებში იწვეთებდნენ, რის შედეგადაც გუგები ფართოვდებოდა და მზერა უფრო კაშკაშა ხდებოდა. ამის შედეგად ქალები დროთა განმავლობაში ბრმავდებოდნენ.


დარიშხანი


დარიშხანს როგორც წესი ვირთხებთან ბრძოლაში იყენებენ, მაგრამ თურმე არა მხოლოდ.... მე-19 საუკუნეში აბებს, რომლებიც მცირე დოზით დარიშხანს შეიცავდა, სახის კანისსთვის ვარდისფერი იერის მისაცემად იყენებდნენ. თუმცა, დროთა განმავლობაში შხამი კანიდან ფარისებრ ჯირკვალში იწოვებოდა, რაც ტოქსიკური ჩიყვის წარმოქმნას იწვევდა.




ვერცხლისწყალი


სანამ ადამიანები ისწავლიდნენ ბენზოლის პეროქსიდის (აკნეს სამკურნალო მთავარი აქტიური ნივთიერება) გამოყენებას, ისინი კანის ნაკლოვანებების მოცილებას ვერცხლისწყის მეშვეობით ცდილობდნენ. ეს იყო ე.წ. შხამიანი მეტალი, რომელიც გამოიყენებოდა მედიკამენტებში სხვადასხვა ანთების საწინააღმდეგოდ. კანის ნაკლოვანებები ქრებოდა, მაგრამ ვერცხლისწყალი და მისი ნაერთები (ვერცხლისწყლის ქლორიდი, კალომელი, ციანიდი) გავლენას ახდენდა ნერვულ სისტემაზე, ღვიძლზე, თირკმელებზე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე და სასუნთქ გზებზე. დეპრესია, ტრემორი, მეტალის გემო პირში მხოლოდ მოწამვლის საწყისი სიმპტომებია. ვერცხლისწყალი სხეულში გროვდებოდა, რაც საბოლოოდ იწვევდა სხვადასხვა ორგანოს უკმარისობას და სიკვდილს.




ტყვია

შუა საუკუნეებში ფერმკრთალი კანი მოდაში შემოვიდა და ქალბატონები სახეზე სპეციალურ თეთრ ფხვნილს ისვამდნენ. ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ ეს თეთრი ფხვნილი შეიცავდა ტყვიას, შხამიან ლითონს. თეთრი ტყვია პოპულარული იყო მე-19 საუკუნემდე. შეუძლებელია წარმოიდგინო, რამდენი ქალი გარდაიცვალა ტყვიით მოწამვლის შედეგად. ამასთან, მოწამვლის სიმპტომები გახლდათ - სიფერმკრთალე, არამდგრადი სიარული, სიგამხდრე და მადის ნაკლებობა - თუმცა, მაშინ ეს ყველაფერი ასევე ითვლებოდა თვისებებად, რომლებიც ამშვენებს ქალებს.




რადიუმი

1930-იან წლებში ძალიან პოპულარული გახდა ფრანგული კოსმეტიკური საშუალება Tho-radia, რომელიც თორიუმის ქლორიდს და რადიუმის ბრომიდს შეიცვდა. კოსმეტიკის რეკლამა წარმოუდგენელ ეფექტს ჰპირდებოდა ქალებს: ”ის უზრუნველყოფს უჯრედების სიცოცხლისუნარიანობას, ზრდის სისხლის მიმოქცევას, ამსუბუქებს კანს, აშორებს ცხიმს, ხელს უშლის ფორების გადიდებას, აშორებს აკნეს, ბუშტუკებს, სიწითლეს და პიგმენტაციას, აჩერებს დაბერებას და ასწორებს ნაოჭებს". ქალები აქტიურად იყენებდნენ ამ კარგად გარეკლამებულ სიახლეს მანამ, სანამ რადიოაქტიურმა კრემმა ისინი კოჭლებად აქცია.




რენტგენის გამოსხივება


რენტგენის გამოსხივება დღეს გვეხმარება სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტიკაში, თუმცა ადრე მას კოსმეტიკური მიზნებითაც კი იყენებდნენ. მისი მეშვეობით არასასურველი თმებისგან გათავისუფლებას ცდილობნენ. თმა მართლად ცვიოდა, ეს ფაქტია, მაგრამ ამავდროულად კანი თხელდებოდა და ნაოჭდებოდა.
თუმცა ყველაზე დიდი საშინელება ის იყო, რომ ეს მეთოდი იწვევდა სხვადასხვა ორგანოების სიმსივნეს.




თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა