7 გემრიელი და სასარგებლო ოთახის მცენარე
კარანტინის ფონზე შექმნილმა კრიზისმა ქალაქის ბინებთან შედარებით აგარაკების მთავარი უპირატესობა გამოავლინა - სანამ ფერმერები და გლეხები დროს სუფთა ჰაერზე, სასარგებლოდ ატარებენ და მდიდარი მოსავლის მიღებას ცდილობენ, ქალაქელები იძულებულები არიან ბინებში დარჩნენ, თუმცა გამოსავალი ყველა სიტუაციიდან არსებობს.
ჩვენ ყველანი მივეჩვიეთ, რომ ოთახში, ფანჯრის რაფებზე ლამაზი ყვავილები უნდა იზრდებოდნენ, მაგრამ მათთან ერთად შესანიშნავად შეიძლება ჯანსაღი მწვანილი და ბოსტნეულიც მოვათავსოთ. მით უმეტეს, რომ ვიტამინები და მინერალები ადამიანის ორგანიზმისთვის ისევე აუცილებელია, როგორც სილამაზის აღქმა.
დიახ, თქვენ შეგიძლიათ სახლში მოიყვანოთ ბოლოკი, წიწაკა და პომიდორიც კი. დღევანდელი კოლექცია ეძღვნება უპრეტენზიო კულტურებს, რომლებიც ადვილად შეიძლება სახლში გავახაროთ.
ბოლოკი
მთავარია ღრმა ქოთანი და სწორად არჩეული თესლი. შეარჩიეთ ადრეული ჯიშის ბოლოკი, რომელიც სინათლის ნაკლებობის მიმართ მდგრადია. ქოთანი ფართო და ღრმა უნდა იყოს, რადგან ბოლოკს სივრცე სჭირდება. თესლებს შორის ზრდისთვის ადგილი უნდა დატოვოთ. ამ მცენარეს წყალი უყვარს, ამიტომ წყლის დასხმა არ უნდა დაგავიწყდეთ და 3 კვირაში პირველი მოსავალი გექნებათ.
სალათი
ეს კიდევ ერთი მცენარეა, რომელიც ქოთნებში კარგად იზრდება. ფოთლები საკმაოდ სწრაფად იზრდება, რაც ნიშნავს, რომ სეზონის განმავლობაში მოსავლის აღება რამდენჯერმე შეგიძლიათ. რაც უფრო ფართოა სალათის ფოთლები, მით უფრო დიდი უნდა იყოს სივრცე მცენარეებს შორის. ჩვეულებრივ, ეს 8-10 სმ-ია.
ოხრახუში
ეს ჯანსაღი მწვანილი შეიძლება ოთახში, ფანჯრის რაფაზე ან აივანზე გაზარდოთ. ეცადეთ ადრეული ჯიშის მწვანილი შეარჩიოთ. გაითვალისწინეთ, რომ ხუჭუჭა ოხრახუში კერძების გასაფორმებლად გამოდგება, ხოლო ჩვეულებრივ ოხრახუშს უფრო მკვეთრად გამოხატული გემო აქვს.
თესლის შეძენისას დარწმუნდით, რომ ის შესაფერისია სახლში გასაზრდელად. აირჩიეთ ყველაზე ნათელი ფანჯრის რაფა, რადგან ამ მცენარეს უყვარს არაპირდაპირი მზის სხივები უყვარს. ქოთნები 20 სმ-ზე მაღალი უნდა იყოს.
პამიდორი ჩერი
დიახ, სახლში პომიდვრის მოყვანა სრულიად შესაძლებელია და ამისთვის ჩერის ჯიში იდეალურია. ეს არის დაბალიმცენარე მაღალი მოსავლით. პომიდორს სინათლე და სითბო უყვარს, მაგრამ ტემპერატურის 30 გრადუსზე მაღლა აწევა არ შეიძლება. პომიდორს დიდი ქოთნები, ზომიერი მორწყვა და სასუქი სჭირდება.
წიწაკა
ქალაქის ბინებისთვის იდეალურია ტანდაბალი ბულგარული წიწაკა. გახსოვდეთ, წიწაკას ბევრი ტენიანობა არ მოსწონს, ამიტომ დრენაჟზე უნდა იზრუნოთ. ბულგარული წიწაკის ქოთანი ღრმა და 30 სანტიმეტრზე მაღალი უნდა იყოს. ტკბილი ჯიშების გარდა, ფანჯრის რაფებზე მწარე წიწაკაც შესანიშნავად იზრდება. ეფექტური იერის წყალობით კი ისინი როგორც დეკორატიულ მცენარეებადაც გამოდგებიან.
მწვანე ბარდა და ლობიო
ბარდაც და ლობიოც ოთახში შესანიშნავად იზრდება. ორივე პარკოსანს ღრმა, 30 სმ-ზე მაღალი ქოთანი ესაჭიროება. ბარდა მთელი წლის მანძილზე მსხმოიარე მცენარეა. მთავარია, მისი მორწყვა და მზიან ადგილზე დადგმა არ დაივიწყოთ. იმისათვის, რომ ბარდამ ოთახის მთელი კედელი არ დაფაროს, ტანდაბალი ჯიშები უნდა შეარჩიოთ.