თეგებით ძიება

„მეზობელი მეჩხუბება, კორონავირუსი შენ გადაგვდე და ლამის დაგვხოცეო“

კორონავირუსის პანდემიამ მოქალაქეების ყოველდღიურობა საგრძნობლად შეცვალა, მათ შორის ოჯახებში, სამეზობლოში, სოციალურ ქსელებში…მაგალითად, ახალგაზრდა ქალი ყვება, თუ როგორ დაუპირისპირდა მეზობელი მას შემდეგ, რაც მას კორონავუირუსი აღმოაჩნდა.

„კორონავირუსი მე და ჩემი ოჯახის წევრებსაც შეგხვდა. არ ვიცოდით, თუ დაინფიცირებულები ვიყავით. მეგობარი მეზობლად ცხოვრობს და ისიც შემოდიოდა ხოლმე ჩვენთან, მეც გავდიოდი. როცა აღმოვაჩინეთ რომ კოვიდი გვქონდა, თვითიზოლაცია უკვე გვიანი იყო, რადგან მეზობლებთან კონტაქტი მქონდა.

სამწუხაროდ, ისინიც დაინფიცირდნენ და მეგობრის ბებია მეჩხუბება, ვირუსი შენ გადაგვდე, ლამის დაგვხოცეო. მეც ძალიან ვწუხვარ, ასე რომ მოხდა, მაგრამ ძალით ხომ არ მინდოდა?! რომ მცოდნოდა კორონავირუსი მქონდა გარე როგორ გავიდოდი?!

ცუდია, რომ ადამიანები ასე სასტიკად იქცევიან და გადანაშაულებენ იმაში, რაშიც ბრალი არ მიგიძღვის“.

primetime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა