თეგებით ძიება

შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტს, რითაც აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას - ზურაბიშვილი რაჭველიშვილზე

პრეზიდენტი საოპერო მომღერალ ანიტა რაჭველიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პრეზიდენტი საოპერო მომღერალს ქვეყნის რეპუტაციის მიზანმიმართუილად დაზიანების მცდელობაში ადანაშაულებს.

სამწუხაროა, რომ ქალი, რომელიც მსოფლიო საოპერო ხელოვნებაში საქართველოს სახეს წარმოადგენს, ღიად ესხმის თავს და შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტს, რითაც განზრახ და შეგნებულად აზიანებს საკუთარი ქვეყნის რეპუტაციას. იმ დროს, როცა ცნობილი მსახიობი ჯენიფერ ენისტონი მსოფლიოში ცვლილებებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალთა როლის გაძლიერებისადმი მხარდაჭერას გამოხატავს, ქართველი მეცოსოპრანო საქართველოს პრეზიდენტის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებით გამოთქმული დაუსაბუთებელი ბრალდებებით აკნინებს სწორედ ქალთა ძალისხმევას, რაც მიუღებელია", - ნათქვამია განცხადებაში.

[flash=425,264]

ჯენიფერ ანისტონს მივწერე რომ ეს კრიმინალი და ქვეყნის მოღალატე “ქალბატონი” არ უნდა იყოს იმ ღირსეული ქალბატონების სიაში...Posted by Anita Rachvelishvili-Maisuradze on შაბათი, 30 იანვარი, 2021

[/flash]


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა