თეგებით ძიება

ახლა სიტუაცია ნამდვილად სტაბილურობისკენ მიდის, შესაძლებელია შეზღუდვები დაგეგმილზე ადრე მოიხსნას - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში ეპიდვითარებაზე ისაუბრა.

როგორც ის აცხადებს, თუ არსებული მდგომარეობა შენარჩუნდება, შესაძლოა, შეზღუდვების ნაწილი დროზე ადრე მოიხსნას.

“წინა კვირის მონაცემებს, თუ შევაჯამებთ სიტუაცია საკმაოდ დასტაბილურდა, მოიკლო შემთხვევებმა, დაახლოებით 4%-ზე ცოტა მეტია დადებითობის მაჩვენებელი. სავარაუდოდ, 5%-ის ფარგლებში იქნება. ახლა სიტუაცია ნამდვილად სტაბილურობისკენ მიდის. ახლა მთავარია, რომ ხიბლში არ ჩავვარდეთ. მოგეხსენებათ, ბიზნესებიც გაიხსნა, სწავლაც დაიწყო, ბათუმსა და აჭარაში სარესტორნო ბიზნესიც გაიხსნა, აქ მთავარი იცით რა არის?! არ დაგვემართოს იგივე, რაც დაგვემართა აგვისტოსა და სექტემბერში. ამ დაავადებას ძალიან ცოტა დროს სჭირდება, სადღაც ერთი თვე სჭირდება, რომ შემთხვევების რიცხვი გაოთხმაგდეს.

რა თქმა უნდა, ეკონომიკა უნდა გაიხსნას, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც უნდა აღდგეს, მაგრამ დანის წვერზე უნდა გავიაროთ. იმისათვის, რომ ერთი მხრივ, ქვეყანა მთლიანად ამუშავდეს და მეორე მხრივ, არ დაგვემართოს, რაც ნოემბერში დაგვემართა.

მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი რამე გაიხსნა ქვეყანაში ერთი კვირა დავაკვირდებით როგორი იქნება ეს მონაცემები და ამის შემდეგ, შეიძლება ვთქვათ, შეიძლება თუ არა რაღაცების გადმოტანა და უფრო ადრე გახსნა, ვიდრე ეს დაგეგმილია“, – განმარტავს პაატა იმნაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა