თემურ წიკლაურს 4 თებერვალს, კოჯორში დაკრძალავენ
საესტრადო მომღერალს, ანსამბლ „ივერიას“ წევრ თემურ წიკლაურს ხუთშაბათს, 4 თებერვალს, კოჯორში დაკრძალავენ.
პანაშვიდი დღეს და ხვალ ლურჯ მონასტერში გაიმართება. გასვენება კი ხუთშაბათს, 14:00 საათზე იქნება.
ცნობისთვის, თემურ წიკლაური კორონავირუსის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში დეკემბერში მოათავსეს. მდგომარეობის გართულების შემდგომ ის თითქმის ხუთი კვირის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. თემურ წიკლაური 75 წლის იყო.