თეგებით ძიება

თემურ წიკლაურზე მეგობრები უცნობ და ემოციურ ისტორიებს იხსენებენ

თე­მურ წიკ­ლა­უ­რის, "ქარ­თუ­ლი სცე­ნის არ­წი­ვის" გარ­დაც­ვა­ლე­ბამ მთელ სა­ქარ­თვე­ლოს დას­წყვი­ტა გული. ნაც­ნო­ბი თუ უც­ნო­ბი ამის გამო დიდ მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს. მის ახ­ლობ­ლებს ძა­ლი­ან უჭირთ თე­მურ წიკ­ლა­ურ­ზე წარ­სულ­ში სა­უ­ბა­რი.

რა­მაზ ბლუ­აშ­ვი­ლი, რე­ჟი­სო­რი, მკვლე­ვა­რი:

„ვინც თე­მურ წიკ­ლა­ურს იც­ნობ­და, იცის, რომ ძა­ლი­ან დიდი გუ­ლის ადა­მი­ა­ნი იყო. სა­ო­ცა­რი სით­ბო­თი იცო­და შეხ­ვედ­რა, რაც არ უნდა ცუდი დღე გქო­ნო­და, მას­თან შეხ­ვედ­რა დღეს გა­გი­ლა­მა­ზებ­და... ჩემს გვერ­დზე გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე მისი ფო­ტო­ე­ბი, რო­მე­ლიც მა­შინ გა­და­ვუ­ღე, რო­დე­საც მას­თან, ჩემს სტუ­დი­ა­ში ინ­ტერ­ვიუ ჩავ­წე­რეთ. მერე ვთხო­ვე, ფო­ტო­ებს გა­და­გი­ღებთ-მეთ­ქი, ოღონდ, ისა­უბ­რეთ, რა­ღა­ცე­ბი მო­მი­ყე­ვით და ისე ვი­მუ­შა­ვებ-მეთ­ქი. კი არ მე­სა­უბ­რე­ბო­და, მე­ჩხუ­ბე­ბო­და - რად გინ­და ჩემი ფო­ტო­ე­ბი, მეც ახლა დიდი ვინ­მე მნა­ხეო - ეს ჩანს კი­დეც ფო­ტო­ებ­ში.

თემურ წიკლაურზე მეგობრები უცნობ და ემოციურ ისტორიებს იხსენებენ


ასე დარ­ჩა ჩემს კად­რებ­ში ამ სა­ოც­რად კე­თი­ლი, კაც­თმოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნის პორ­ტრე­ტე­ბი. მას ყვე­ლა უყ­ვარ­და და იმი­ტო­მაც არის, რომ ახლა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ფეხ­ზე დგას...

შე­იძ­ლე­ბა, ბევ­რი პი­რა­დად არ იც­ნობ­და, მაგ­რამ მისი თი­თო­ე­უ­ლი სიმ­ღე­რა, ასე­ვე "ფი­როს­მა­ნი­დან" ცნო­ბი­ლი არი­ის შეს­რუ­ლე­ბი­სას თვალს მო­რე­უ­ლი ნამ­დვი­ლი ცრემ­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს არ ავი­წყდე­ბა და ყო­ველ­თვის ემახ­სოვ­რე­ბათ.



"ივე­რი­ე­ლებს" წლე­ბია, ვიც­ნობ, მათ­თან დიდი ხნის ურ­თი­ერ­თო­ბა, მე­გობ­რო­ბა მა­კავ­ში­რებს. არა­ერ­თხელ ვყო­ფილ­ვართ კონ­ცერ­ტებ­ზე, მე­გობ­რულ გა­რე­მო­ში, კუ­ლი­სებს მიღ­მა, კუ­ლი­სე­ბი­დან მხა­რი დაგ­ვი­ჭე­რია, გვი­სა­უბ­რია - მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ასე მოვ­დი­ვართ. თე­მურ წიკ­ლა­უ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ გული უზო­მოდ გვატ­კი­ნა" - გვი­თხრა რა­მაზ ბლუ­აშ­ვილ­მა.

დათო ოქი­ტაშ­ვი­ლი, "კულ­ტუ­რის პა­ლა­ტის" ხელ­მძღვა­ნე­ლი:

- თე­მუ­რი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი იყო. შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო, ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, დიდ სევ­დას და მწუ­ხა­რე­ბას ატა­რებ­და. იმ მძი­მე დღე­ებ­ში სცე­ნა­ზე გა­სულს კი მა­ყუ­რე­ბე­ლი ფეხ­ზე და­უდ­გა... ხალ­ხმა ტრა­გე­დია გა­და­ა­ტა­ნი­ნა...

და­უ­ვი­წყა­რია მისი ვარ­სკვა­ვის გახ­სნის დღეც, უბედ­ნი­ე­რე­სი იყო, მად­ლო­ბას იხ­დი­და, თვა­ლე­ბი უბრწყი­ნავ­და... უნი­ჭი­ე­რეს, უნი­კა­ლურ თე­მურ­ზე წარ­სულ­ში სა­უ­ბა­რი მი­ჭირს... გული იმა­ზეც მტკი­ვა, რომ ეს ადა­მი­ა­ნი რამ­დენ­ჯერ­მე წი­ნას­წარ "მოკ­ლეს". გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბამ ოჯახს დიდი ტკი­ვი­ლი მი­ა­ყე­ნა. უძი­მე­სი იყო...



მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბით, ეპო­ქა დამ­თავ­რდა "ივე­რი­ა­ში". აღარც ალექ­სან­დრე ბა­სი­ლა­ი­აა და ახლა უკვე აღარც თე­მუ­რი. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბა კი, იშ­ვი­ა­თო­ბაა - ისი­ნი სა­უ­კუ­ნე­ში ერთხელ იბა­დე­ბი­ან.

არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა ჩემი მას­თან ურ­თერ­თო­ბის კი­დევ ერთი ეპი­ზო­დი, რო­მე­ლიც თვი­თონ ტრა­დი­ცი­ად აქ­ცია. თოვ­ლი რომ მო­ვი­დო­და, და­მი­რე­კავ­და - ოქიტ, მო­ემ­ზა­დე, ინ­და­უ­რის საჭ­მე­ლად უნდა წა­გიყ­ვა­ნოო. თურ­მე, ინ­და­უ­რი თოვლს პირს რომ და­ა­დებს, მისი ხორ­ცი სა­უ­კე­თე­სო გე­მო­სია. ამი­ტომ, რამ­დე­ნი­მე წელი თოვ­ლი რომ მო­ვი­დო­და, ერთ-ერთ ოჯახს ვსტუმ­რობ­დით. ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და მე და ბა­ტონ თე­მურს, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ დამ­თავ­რდა...

მა­მუ­კა ონაშ­ვი­ლი, მომ­ღე­რა­ლი:

- სა­ქარ­თვე­ლომ და­კარ­გა უნი­ჭი­ე­რე­სი ხე­ლო­ვა­ნი და დი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი და ყვე­ლას ვუ­სამ­ძიმ­რებ!

თე­მურ წიკ­ლა­უ­რი ჩემი მე­გო­ბა­რი იყო, მა­ნამ­დე მა­მა­ჩემ­თან მე­გობ­რობ­და, მოკ­ლედ, ძა­ლი­ან ახ­ლოს ვი­ყა­ვით. ვის არ უყ­ვარ­და თე­მუ­რი? ყვე­ლას! მე ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მქონ­და მას­თან სცე­ნა­ზე და სცე­ნის მიღ­მა ურ­თი­ერ­თო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბავ­მა ძა­ლი­ან და­მა­ნაღ­ვლი­ა­ნა. ძია ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და... "ივე­რი­ე­ლე­ბი" და ჩვენ, ფი­ლარ­მო­ნი­ა­შიც, ვინც მას იც­ნობ­და, ყვე­ლა "ძიას" ეძახ­და... ამ ვე­რაგ­მა ვირუს­მა რა ქნა, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა, არა­და, ძია პა­ტა­რა ბი­ჭი­ვით მხნე იყო, გინდ სცე­ნა­ზე, გინდ - სცე­ნის მიღ­მა... გული მტკი­ვა...

თინა ნაც­ვლიშ­ვი­ლი, მუ­სი­კო­ლო­გი და სიმ­ღე­რე­ბის ტექ­სტე­ბის ავ­ტო­რი:

- თე­მურ წიკ­ლა­უ­რი ძმად მყავ­და მი­ღე­ბუ­ლი. ეს არ იყო უბ­რა­ლო მე­გობ­რო­ბა, ოჯა­ხე­ბით ვი­ყა­ვით და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ლილი ზღვა­უ­რი, თე­მუ­რის მე­უღ­ლე, "ივე­რი­ის" მერე რო­მან­სე­ბით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი და მისი აკომ­პა­ნი­ა­ტო­რი გახ­ლდით, ამი­ტომ ხში­რად მივ­დი­ო­დი მათ­თან სა­რე­პე­ტი­ცი­ოდ. თე­მუ­რი დაგ­ვიჯ­დე­ბო­და და გვის­მენ­და. გვა­ცი­ნებ­და, ხუმ­რობ­და...

სა­ში­ნე­ლი, ბნე­ლი 90-ია­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში ჩემს ოჯახს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა და­უდ­გა - ჩემი მე­უღ­ლის მძი­მე ავად­მყო­ფო­ბა. ყო­ველ­დღი­უ­რად ვგრძნობ­დი თე­მუ­რის გვერ­დში დგო­მას, მის თა­ნაგ­რძნო­ბას... ერთხელ ბო­რის შხი­ან­მა და­მი­ბა­რა, საქ­მე გა­მო­გიჩ­ნდა და სას­წრა­ფოდ მო­დიო. იქ თე­მუ­რი დამ­ხვდა და მი­თხრა: შეგ­ვიკ­ვე­თეს ბა­თუმ­ზე სიმ­ღე­რა და ტექ­სტი მა­ინ­ცდა­მა­ინც შენი უნ­და­თო. არ გამ­კვირ­ვე­ბია, რად­გან თით­ქმის 20 წლის მან­ძილ­ზე ბო­რი­სის სიმ­ღე­რე­ბის ტექ­სტებს მე ვწერ­დი. გა­ვე­დი გვერ­დით ოთახ­ში და დავ­წე­რე. გა­და­ვე­ცი ტექ­სტი შხი­ანს, რომ მუ­სი­კა შე­ექ­მნა და წა­მოს­ვლას რომ ვა­პი­რებ­დი, თე­მუ­რი წა­მოხ­ტა: უიი, სულ და­მა­ვი­წყდა, ეს ჰო­ნო­რა­რი შენ­თან გა­მო­მა­ტა­ნე­სო... გა­და­ვი­რიე, რო­გორ-მეთ­ქი, მაგ­რამ და­მამ­შვი­და, აბა, ამის­თვის ცალ­კე ხომ არ ჩა­მოვ­ლე­ნო?!



გა­ვი­და წლე­ბი, მე და ბო­რი­სი შევ­ხვდით, ვსა­უბ­რობ­დით და უცებ ის სიმ­ღე­რა გა­მახ­სენ­და. ვთხო­ვე, მო­ეს­მე­ნი­ნე­ბი­ნა, მაგ­რამ სი­ცი­ლით მოკ­ვდა: რა სიმ­ღე­რა, რის სიმ­ღე­რა? დახ­მა­რე­ბა უნ­დო­და, შენი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იცო­და, რომ თავ­ზე დაგ­ვამ­ხობ­დი და ასე შე­მო­გა­პა­რე­თო...

...მახ­სენ­დე­ბა, მძი­მე ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ სახ­ლში რომ გა­მო­მიყ­ვა­ნეს, თე­მუ­რი და ლილი მო­ვიდ­ნენ სა­ნა­ხა­ვად. არ ელო­და, ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩემს ნახ­ვას და უცებ მე­უბ­ნე­ბა: რა გა­ვა­კე­თო, რომ ხა­სი­ათ­ზე მო­გიყ­ვა­ნო, თუ გინ­და, გი­ცეკ­ვებ! - და ამ­ხე­ლა კაც­მა ბუქ­ნა­ო­ბა და­ი­წყო...

ერთი ამ­ბა­ვი კი მარ­თლა სა­ოც­რე­ბა იყო: 2 წლის წინ, ოქ­ტომ­ბერ­ში, ჩემი გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა და თე­მუ­რის გი­ორ­გი და­მე­სიზ­მრნენ, შუ­ამ­თის მო­ნას­ტრის ეზო­ში იდ­გნენ. მა­რი­ამ­მა მთხო­ვა - ბრინ­ჯი, ვაშ­ლი და შა­ქა­რი ამო­ი­ტა­ნეთ დე­და­ო­ებ­თა­ნო. გა­ვა­ხი­ლე თვა­ლე­ბი, ვერ ვი­ჯე­რებ­დი, ის სიზ­მა­რი იყო თუ არა. ლი­ლის­თან დავ­რე­კე, თე­მუ­რი ბა­თუმ­ში იყო, რომ გა­ი­გო, მა­შინ­ვე წა­მო­ვი­და. მე­ო­რე დღეს­ვე სა­ბარ­გუ­ლი დავ­ტვირ­თეთ და წა­ვე­დით. თბი­ლისს რომ გავ­ცდით, ისე­თი ნის­ლი იყო, რომ თე­მურ­მა და­ა­პი­რა არა გომ­ბო­რის მხრი­დან, არა­მედ გურ­ჯა­ან­ზე მო­ევ­ლო, მაგ­რამ მერე თქვა, უფა­ლი გვცდის ალ­ბა­თო. გომ­ბო­რის უღელ­ტე­ხილ­ზე ავე­დით თუ არა, სა­ოც­რე­ბა მოხ­და, გაქ­რა ნის­ლი და მოწ­მენ­დილ ცაზე მზემ გა­მო­ი­ხე­და. თე­მურ­მა პირ­ჯვა­რი გა­და­ი­წე­რა - უფალ­მა გვის­მი­ნაო.

კარ­გა ხანს ვის­ხე­დით მო­ნას­ტრის ეზო­ში, ვსა­უბ­რობ­დით. მერე ჩუ­მად მკი­თხა: სიზ­მარ­ში რომ ნახე, სად იჯდა ჩემი ბი­ჭიო? ვუჩ­ვე­ნე ის ად­გი­ლი, ნან­გრე­ვი­ვით რომ იყო. მერე მი­ვი­და და ცოტა ხანს და­ფიქ­რე­ბუ­ლი დას­ცქე­რო­და იმ ნან­გრევს... ახლა კი წავა თა­ვის უდ­რო­ოდ წა­სულ ვაჟ­თან და ჩა­ე­ხუ­ტე­ბა... თე­მურ წიკ­ლა­ურ­მა ჩემს გულ­ში უდი­დე­სი ჭრი­ლო­ბა და­ტო­ვა, რო­მელ­საც ვე­რა­სო­დეს მო­ვი­შუ­შებ...

დათო არჩვა­ძე, მუ­სი­კო­სი:

- წლე­ბის წინ, ამე­რი­კა­ში ყოფ­ნი­სას, სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­შე ყოფ­ნამ, ქვეყ­ნის მო­ნატ­რე­ბამ ჩემ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი თემა წარ­მოშ­ვა. მე­უღ­ლემ რომ მო­ის­მი­ნა, - ეს სიმ­ღე­რა თე­მურ წიკ­ლა­უ­რი­სა­აო. მისი და ჩემი, რო­გორც ავ­ტო­რის იდეა და­ემ­თხვა. გა­დავ­წყვი­ტე, სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ჩა­მო­ვი­დო­დი, ბა­ტო­ნი თე­მუ­რის­თვის აუ­ცი­ლე­ბად შე­მე­თა­ვა­ზე­ბი­ნა. სიმ­ღე­რა "მოვა სიკ­ვდი­ლი ოხე­რი, მოვა და შა­მო­მაკ­ვდე­ბა" ფან­ტას­ტი­კურ თე­მურ ჩა­ლა­ბაშ­ვი­ლის ტექ­სტზე შევ­ქმე­ნი.

მოკ­ლედ, დიდი ემო­ცი­ით და სრულ­ყო­ფი­ლად შექ­მნი­ლი სიმ­ღე­რით რომ ჩა­მო­ვე­დი, ჩემ­თვის სა­ფი­ცარ და სა­ა­მა­ყო ქარ­თველს, მომ­ღე­რალს, სას­წა­ულ ადა­მი­ანს (ადა­მი­ანს ხაზს გა­ვუს­ვამ) პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით უბ­რა­ლოს, პო­ზი­ტი­ურს, ახალ­გაზ­რდულს, თა­ნა­მედ­რო­ვეს, ში­შით და კან­კა­ლით მო­ვას­მე­ნი­ნე. როცა ამ­ხე­ლა ბუმ­ბე­რაზ მომ­ღე­რალს ას­მე­ნი­ნებ, სურ­ვი­ლი გაქვს, მა­ნაც ისე გა­ი­თა­ვი­სოს, რო­გორც შენ შექ­მე­ნი მის­თვის... მოკ­ლედ, მო­ვას­მე­ნი­ნე და ცრემ­ლე­ბი წა­მო­უ­ვი­და. ის ცრემ­ლე­ბი ჩემი სიმ­ღე­რის იმ­ხე­ლა შე­ფა­სე­ბა იყო, მივ­ხვდი, რომ ნა­მუ­შე­ვა­რი შედ­გა.

მე­ო­რე დღეს უკვე რე­პე­ტი­ცია გა­ვი­ა­რეთ და სტუ­დი­ა­ში ჩავ­წე­რეთ. მე რო­ი­ალ­თან ვი­ჯე­ქი და ის მღე­რო­და, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ამ პატ­რი­ო­ტულ­მა სიმ­ღე­რამ ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის ინ­ტე­რე­სი ნაკ­ლე­ბად გა­მო­იწ­ვია. ალ­ბათ მისი შე­სა­ბა­მი­სი გა­სა­ჯა­რო­ე­ბა მომ­ღერ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მოხ­დე­ბა. ასე რომ პრე­მი­ე­რა არ გვქო­ნია... ძა­ლი­ან ვნა­ნობ, რომ სიმ­ღე­რის ჩა­წე­რის პრო­ცე­სი ჩემ­თვის სა­მახ­სოვ­როდ არ გა­და­ვი­ღე, ვი­დეო რომ დამ­რჩე­ნო­და...

ბესო ჩუ­ბი­ნი­ძე, ჟურ­ნა­ლის­ტი:

- ბოლო 12 წე­ლი­წა­დია, თე­მურ წიკ­ლა­ურ­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს ვი­ყა­ვი, ხში­რად გვი­წევ­და ერ­თად ყოფ­ნა. ის იყო კაცი, რო­მე­ლიც ჩემი ძმაც იყო, მე­გო­ბა­რიც, ახ­ლო­ბე­ლიც, ძმა­კა­ციც, მას­წავ­ლე­ბე­ლიც და მე­სა­ი­დუმ­ლეც. სა­ლა­პა­რა­კოც ბევ­რი გვქონ­და... რამ­დე­ნი რამ მახ­სენ­დე­ბა, მაგ­რამ გა­ვიხ­სე­ნებ მის უკა­ნას­კნელ ვი­დე­ო­ინ­ტერ­ვი­უს, რო­მე­ლიც გა­სუ­ლი წლის 8 დე­კემ­ბერს ჩავ­წე­რე და ჯერ არ გა­მო­მიქ­ვეყ­ნე­ბია. ეს მოხ­და მისი ბოლო კლი­პის "ჰე­რიო ბი­ჭე­ბოს" შემ­დეგ. ინ­ტერ­ვი­უ­ში ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო მო­ნაკ­ვე­თია, სა­დაც თე­მუ­რი ლა­პა­რა­კობს, რომ სიკ­ვდი­ლის არ ეში­ნია. ამას ხში­რად იმე­ო­რებ­და, ძა­ლი­ან ძლი­ე­რი იყო. რომ გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბო­და, "სიკ­ვდი­ლო, შენ რა­ტომ აღარ კვდე­ბიო" - ამა­ზე უნდა გა­დაგ­ვე­ღო კლი­პი...

სა­ო­ცარ საბ­რძო­ლო გან­წყო­ბა­ზე იყო. 75 წლის იუ­ბი­ლე­ზე გრან­დი­ო­ზულ კონ­ცერტსაც ვგეგ­მავ­დით ისე, რო­გორც პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში რამ­დე­ნი­მე დიდი ლა­ივ­კონ­ცერ­ტი ჩა­ვა­ტა­რეთ, 100 000 მა­ყუ­რე­ბე­ლი გვყავ­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი მი­საქ­ცი­ელ­ში, მის აგა­რაკ­ზე ხდე­ბო­და, სა­დაც ბოლო დროს ცხოვ­რობ­და, იქა­უ­რო­ბას დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­საც კი ვე­ძა­ხით... ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ცუ­დად დას­რულ­და, რა­საც ძა­ლი­ან გან­ვიც­დი და ვწუხ­ვარ...


"AMBEBI.GE"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა