თეგებით ძიება

ოთარ ფარცხალაძე ლაშა თორდიას ცემის საქმეზე გამართლდა - ვინ ცნო სასამართლომ დამნაშავედ?

ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე, რო­მელ­საც ყო­ფი­ლი გე­რე­ნა­ლუ­რი აუ­დი­ტო­რის, ლაშა თორ­დი­ას ცე­მას ედა­ვე­ბოდ­ნენ, სა­სა­მარ­თლომ გა­ა­მარ­თლა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ მი­ი­ღო. ინფორმაციას ექ­სკლუ­ზი­უ­რად „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი­“ ავრცელებს.

სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე დამ­ნა­შა­ვედ იქნა ცნო­ბი­ლი ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლი მი­ხე­ილ ჩო­ხე­ლი და მას 5000 ლა­რის ოდე­ნო­ბით ჯა­რი­მა და­ე­კის­რა.

ცნო­ბის­თვის, ფარ­ცხა­ლა­ძე­სა და მი­ხე­ილ ჩო­ხელს სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბა ყო­ფი­ლი აუ­დი­ტო­რის, ლაშა თორ­დი­ას ცე­მას ედა­ვე­ბო­და. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ლაშა თორ­დია სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ლაშა თორ­დი­ას გან­ცხა­დე­ბით, მას თავს ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე და­ეს­ხა და დაც­ვის წევ­რებ­თან ერ­თად ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და. მი­სი­ვე თქმით, თავ­დას­ხმა აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის საქ­მი­ა­ნო­ბას ეხე­ბო­და.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა