თეგებით ძიება

ანზორ კვარაცხელია, რომელსაც პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან, კვლავ პატიმრობაში დატოვეს

პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ან­ზორ კვა­რა­ცხე­ლია, რო­მელ­საც პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მი­სა­მარ­თით ე.წ. მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლის სრო­ლას ედა­ვე­ბი­ან, კვლავ პა­ტიმ­რო­ბა­ში დარ­ჩა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე ნინო თა­რაშ­ვილ­მა მი­ი­ღო.

დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის და­საშ­ვე­ბო­ბა­ზე იმ­სჯე­ლეს, ასე­ვე გა­და­ი­სინ­ჯა კვა­რა­ცხე­ლი­ას­თვის შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა პა­ტიმ­რო­ბა, რო­მე­ლიც ძა­ლა­ში დარ­ჩა.

საქ­მე არ­სე­ბი­თად გან­სა­ხილ­ვე­ლად სა­სა­მარ­თლოს გა­და­ე­ცა.

ბრალ­დე­ბის მხა­რე და­კა­ვე­ბუ­ლის მი­მართ შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის ძა­ლა­ში და­ტო­ვე­ბას, ად­ვო­კა­ტი კი მისი 10 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას შუ­ამ­დგომ­ლობ­და.

ცნო­ბის­თვის, ან­ზორ კვა­რა­ცხე­ლია მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის ფარ­გლებ­ში და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 353-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და­ა­კა­ვეს, რაც პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმას გუ­ლის­ხმობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა