თეგებით ძიება

სასამართლომ, საბა ჯიქია, რომელიც "პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით" დააკავეს, პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ, 18 წლის სტუდენტი, საბა ჯიქია, რომელიც პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, პატიმრობაში დატოვა.

ჯიქია პოლიციამ 5 დეკემბერს დააკავა. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წინა პროცესზე, რომელიც 7 დეკემბერს გაიმართა პროკურატურა ჯიქიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარემ 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას შემდეგ სტუდენტი პატიმრობაში რჩება. 

საბა ჯიქია ბრალს არ აღიარებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა