თეგებით ძიება

როგორ ვითარდება ურთიერთობა, როდესაც ქმარი ცოლზე 5, 10, 15 და 20 წლით უფროსია?

როგორც ფსიქოლოგების უმეტესობა ამტკიცებს, ქალები ბევრად უფრო სწრაფად ვითარდებიან, ვიდრე მამაკაცები (ეს განსაკუთრებით კარგად სკოლის ბოლო კლასებში ჩანს), ამიტომ გასაკვირი არ არის, თუ საყვარელ ადამიანთან 5 წლიან სხვაობას ვერ იგრძნობთ. თქვენ გექნებათ დაახლოებით თანაბარი ცხოვრებისეული გამოცდილება, რაც ერთობლივ ცხოვრებას გაგიმარტივებთ.

10 წელი
დასავლელი მეცნიერები თვლიან, რომ 10 წელი იდეალური ასაკობრივი სხვაობაა შეყვარებულებს შორის, ვინაიდან ამ დროისთვის კაცს საკმარისი გამოცდილება აქვს, რომ მეორე ნახევრის კაპრიზები მშვიდად აიტანოს. გარდა ამისა, ზრდასრული მამაკაცი კომპრომისების ხელოვნებას შესანიშნავად ფლობს. ქალი კი შეყვარებულის აზრს ითვალისწინებს, ვინაიდან ავტორიტეტს ცნობს.

15 წელი
თუ ქალი მასზე 15 წლით უფროს მამაკაცს ხვდება, ეს ნიშნავს, რომ ის პირველ რიგში სტაბილურობას ეძებს. გარდა ამისა, საკმაოდ ხშირად, ახალგაზრდა გოგონასთვის, ეს არის ფასდაუდებელი გამოცდილების შეძენის შესაძლებლობა, რომელსაც თანატოლი ვერ მისცემს. ხშირად, ასეთი ურთიერთობა აგებულია „მამა-შვილობის“ პრინციპზე, როდესაც გოგონა ელის, რომ მისი საყვარელი ადამიანი პასუხისმგებლობას აიღებს მისი ყველა პრობლემის მოგვარებაზე.

20 წელი
როცა პარტნიორებს შორის ასეთი დიდი ასაკობრივი განსხვავებაა, ურთიერთობების მთავარ პრობლემას საერთო ინტერესების პოვნა წარმოადგენს. ამ დროისთვის, მამაკაცს უმეტესად სიმშვიდე და მოზომილი ცხოვრების წესი იზიდავს, ხოლო მისი მეორე ნახევარი, პირიქით, თავგადასავლებს ეძებს. მათთვის ასევე საკმაოდ რთულია საერთო მეგობრების პოვნა, რომლებიც ორივესთვის თანაბრად საინტერესოები იქნებიან. რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე, რომ 50 წლის შემდეგ მამაკაცები სექსუალური აქტივობის შემცირებას განიცდიან, ხოლო 30 წელს გადაცილებულ ქალებს ინტიმური ცხოვრების მიმართ ინტერესი ეზრდებათ. ყველაფრის მიუხედავად, ასეთ კავშირში კონფლიქტები და გაუგებრობები იშვიათად გვხვდება, რადგან გამოცდილების წყალობით, ქმარი ცდილობს ყველა მოსალოდნელი პრობლემა დროულად აღკვეთოს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა