თეგებით ძიება

საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი შეიყვანეს – ქედაში მომხდარი ავარიის დეტალები

ქედაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 34 წლის ქალი გარდაიცვალა. ის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი შეიყვანეს.

შეგახსენებთ, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მსუბუქი ავტომობილი სოფელ აგარასთან დაახლოებით, 150 მეტრი სიმაღლიდან მდინარეში გადავარდა.

შემთხვევის დროს ავტომობილში სხვა მგზავრი არ იმყოფებოდა.

დაშავებული მრავლობითი დაზიანებებით თავდაპირველად ქედაში “ევექსის” კლინიკაში შეიყვანეს, თუმცა უმოკლეს დროში პაციენტის რეფერირება ბათუმში რეფერალურ,საავადმყოფოში განხორციელდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა