თეგებით ძიება

10 არგუმენტი, რომ ბავშვობის მეგობარი საუკეთესო და შეუცვლელია

ნამდვილი მეგობარი, როგორც ყველაფერი ნამდვილი იშვიათობას წარმოადგენს და ძნელი საპოვნელია. რა თქმა უნდა, ყველას გვყავს მეგობრები უნივერსიტეტში ან სამსახურში, მაგრამ ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ სკოლის მეგობარს ვერც ერთი შეედრება და ამის დასტურად 10 არგუმენტი მოჰყავთ:

1. მას თქვენი ყველაზე ცუდი პერიოდი ახსოვს
როდესაც იმ ადამიანს ხვდებოდით, რომელიც თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდ შეცდომად იქცა, სკოლის მეგობარი გაფრთხილებდათ, რომ ეს ცუდი აზრია, როცა წვეულებაზე სასმელის დალევა ზედმეტი მოგივიდათ და გული აგერიათ, სკოლის მეგობარი გვერდით გედგათ და თქვენი შუბლი ხელით ეჭირა.. და საერთოდ, ის ყოველთვის მხარს გიჭერდათ.

2. ის ყველაზე უკეთ გიცნობთ
ის ყველაზე უკეთ გიცნობთ, მან იცის, როგორი ხართ მშიერი, დაღლილი, მოწყენილი, იმედგაცრუებული, მხიარული, გაბრაზებული, ბედნიერი თუ დატანჯული. მას ყველა მდგომარეობაში ჰყავხართ ნანახი და მშვენივრად ესმის, როგორ გრძნობთ თავს.

3. განსხვავებული აზრების მიუხედავად, თქვენი მეგობრობა გრძელდება
მიუხედავად იმისა, რომ ერთად ბევრი სირთულე გადალახეთ, გამოცდები ჩაბარეთ, შეყვარებულები დაკარგეთ, ახალი სამსახურები და ახალი მეგობრები იპოვეთ, როცა ერთმანეთს ხვდებით, სირთულეები არ გახსენდებათ. თქვენს შორის სულიერი კავშირი იმდენად ძლიერია, თითქოს არასდროს დაშორებულხართ.

4. ის არასოდეს განგსჯით
არასოდეს და არაფრის გამო! ის ყოველთვის საუკეთესო რჩევას მოგცემთ და რთულ სიტუაციაში ყოფნისას რჩევისთვის მხოლოდ თქვენ მოგმართავთ.

5. მის გვერდით მშვიდად დაძინება შეგიძლიათ
ის იმ იშვიათთაგანია, რომლის გვერდითაც დაგიძინიათ - როდესაც გამოცდებისთვის ემზადებოდით და ღამით, თქვენს სახლში დარჩა ან თქვენ დარჩით მასთან დაბადების დღის აღნიშვნის შემდეგ. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ იცით, რომ მის გვერდით მშვიდად დაძინება შეგიძლიათ.

6. ის თქვენთვის გადაშლილი წიგნივითაა
თქვენ ერთად იმდენ რამეზე გისაუბრიათ და გიმსჯელიათ, რომ მისი ყველა გამოხედვა და ჟესტი უსიტყვოდ გესმით. საკმარისია უბრალოდ შეხედოთ, რომ მიხვდეთ რომ რაღაც აწუხებს ან უბრალოდ, მარტო დარჩენა უნდა. ზოგჯერ სიტუაციასთან მიმართებაშიც კი ერთნაირად რეაგირებთ.

7. ის თქვენს ყველა საიდუმლოს ინახავს
მან იცის, ვის და ვისთან უღალატეთ, როდის გააცდინეთ გაკვეთილები და რატომ, იცის, როდის ატყუებდით მშობლებს და როდის გეშინოდათ, რომ ფეხმძიმედ ხართ. ის ყოველთვის მზად იყო თქვენს მოსასმენად და თქვენ იცოდით, რომ მისი ნდობა შეიძლება.

8. ის თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარია
მასავით არავის ახარებს თქვენი ახალი ვარცხნილობა, დაწინაურება ან ახალი შეყვარებული. ის ყველაფერს საუკეთესოს გულწრფელად გისურვებთ და წარმატებისკენ მიმავალ გზაზე გეხმარებათ.

9. მას კარგი ურთიერთობა აქვს თქვენს მშობლებთან
თქვენი სახლი მისი სახლია და პირიქით. ის ყოველთვის ან თითქმის ყოველთვის ესწრებოდა წვეულებებს და დაბადების დღეებს თქვენს ოჯახში. ის სიამოვნებით მოგყვებოდათ ბებიას მოსანახულებლად, თქვენ კი მას მიჰყვებოდით ბებიასთან. წლების მანძილზე თქვენ დებივით ცხოვრობდით, ოღონდ სხვადასხვა ოჯახში.

10. ის ყოველთვის სიმართლეს გეუბნებათ
მისთვის სულ ერთია მოთმინებას დაკარგავთ თუ არა ან გსურთ თუ არა მისი მოსმენა. თუ მას რაიმე არ მოსწონს ან ფიქრობს, რომ შეცდომას უშვებთ, არ გაჩუმდება. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ის ყოველთვის სიმართლეს გეტყვით, რაც არ უნდა მძიმე მოსასმენი იყოს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა