თეგებით ძიება

სიმართლე და მითები ზეითუნის ზეთის შესახებ

ზეითუნის ზეთი მიიღება ზეთისხილის ნაყოფის რბილობისაგან. შეიცავს ოლეინმჟავას გლიცერიდებს, ლინოლმჟავას და ნაჯერი მჟავების გლიცერიდებს. იყენებენ საკონსერვო წარმოებაში, კულინარიაში, კოსმეტიკასა და მედიცინაში.

ზეითუნის ზეთი სხვა არაფერია, თუ არა ზეთისხილის გამოწურვის შედეგად მიღებული პროდუქტი. შეხედეთ მის ეტიკეტს - მასში არ არსებობს დამატებითი ინგრედიენტები.

ნედლეულისგან ზეთის მიღება შესაძლებელია დაწნეხითა და ექსტრაქციით. ექსტრაქციით მიღებული ზეთი უფრო იაფია, მაგრამ სასარგებლო ნივთიერებებით გაცილებით ღარიბი, ამასთან, მასში მეტი მინარევია და შესაძლოა, გამხსნელი ან სხვა ქიმიური ნივთიერებების ნარჩენებიც იყოს მოხვედრილი.

უმაღლესი ხარისხის ზეითუნის ზეთი, რომელიც მაქსიმალურად მდიდარია მჟავებით და ყველა სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს, ცივად დაწნეხილი ზეთია.

ზოგჯერ ნედლეულს დაწნეხამდე ხალავენ, – ამას დაწნეხის ცხელი მეთოდი ჰქვია, – თუმცა, რა თქმა უნდა, მაღალ ტემპერატურაზე ზეთი სასარგებლო თვისებებს ძნელად ინარჩუნებს.

გამოწურულ ზეთს წმენდენ. თუ ამ დროს მხოლოდ გაფილტვრისა და ნალექის მოშორების ფიზიკური მეთოდები გამოიყენეს, ზეთის ხარისხი უმჯობესდება, მაგრამ ხშირად იყენებენ ქიმიური წმენდის ანუ რაფინირების მეთოდსაც. ექსტრაქციის გზით მიღებული ზეთები ხშირად სრულ რაფინირებას გადის. რაფინირებული ზეთი უფრო მეტხანს ინახება და წამოდუღებისას არ ქაფდება, თუმცა ქიმიური გაწმენდისას ის ბევრ სასარგებლო ნივთიერებას კარგავს. არც ის არის გამორიცხული, ამ დროს ზეთში არასასურველი ნივთიერებები მოხვდეს.

ზოგადი ინფორმაცია ზეითუნის ზეთის შესახებ
თუ საუკეთესო ხარისხის პროდუქტს ეძებთ, მნიშვნელოვანია ზეითუნის ზეთებს შორის განსხვავება იცოდეთ. Extra Virgin არის ვარიანტი, რომელიც ჯანმრთელობისთვის მაქსიმალურ სარგებელს გთავაზობთ, რადგან ეს სხვა არაფერია, თუ არა ზეთისხილის ცივი წესით გამოწურვის პირველი პროდუქტი. აღსანიშნავია, რომ ხეთისხილი გამოწურვის მეორე ეტაპზე უამრავ მნიშვნელოვან ნივთიერებას კარგავს.

მაშ ასე, ნახეთ ყველაზე ხარისხიანი ზეთების ჩამონათვალი:
1Еxtra virgin olive oil - ზეთის ყველაზე ნატურალური ხარისხიანი, ძვირიანი და სასარგებლო სახეობა. მჟავიანობა არ აღემატება 0,8%-ს.
გამოიყენება სალათებში, სოუსებში და ა.შ.

2. Virgin olive oil - არარაფინირებული ნატურალური ზეითუნის ზეთი. წარმოადგენს ცივი წესით მხოლოდ ფიზიკური ძალის ხარჯზე მიღებულ პირველი გამოწურვის პროდუქტს. ზეითუნის ნაყოფის დამუშავების დროს არ გამოიყენება თერმული ან ქიმიური დამუშავება. არომატით, ფერითა და გემოთი ოდნავ ჩამორჩება Еxtra virgin olive oil-ს. მჟავიანობა არ აღემატება 2,0%-ს.

3. Refiffiined olive oil - ცივი წესით მეორე გამოწურვის შედეგად მიღებული მაღალხარისხიანი რაფინირებული ზეთი. არ გააჩნია მკვეთრად გამოხატული გემო და არომატი. გამოიყენება შესაწვავად. მჟავიანობა არ აღემატება 0,5%-ს.

4. Pomace olive oil - რაფინირებული და არარაფინირებული ზეთების ექსტრაქციის შედეგად მიღებული პროდუქტი. არ გააჩნია მკვეთრად გამოხატული გემო და არომატი. გამოიყენება შესაწვავად. მჟავიანობა არ აღემატება 1,5%-ს.

ზეითუნის ზეთი აუცილებელია ჩვენი დიეტისთვის, რადგან იგი მდიდარია ბიოაქტიური ნაერთებით, მაგალითად ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ჩვენს იმუნურ სისტემას აუმჯობესებს.

ზეითუნის ზეთმა შეიძლება შეამციროს გულსისხლძარღვთა დაავადებები
ზეითუნის ზეთი შეიცავს ანტიოქსიდანტებს და აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ამცირებს ართრიტისა და გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს. კვლევამ ასევე დაადასტურა, რომ ის ამცირებს კიბოს, დიაბეტის, მეტაბოლური სინდრომისა და სიმსუქნის რისკს.

ზეითუნის ზეთი შეგიძლიათ სხვადასხვა კერძებში გამოიყენოთ, მაგრამ ზომიერად, რადგან ეს მაღალკალორიული, ცხიმით გაჯერებული პროდუქტია, რომელიც შეიძლება სულაც არ არის თქვენთვის შესაფერისი.

ზეითუნის ზეთი გამოიყენება სალათებსა და ცივ კერძებში
მითია, რომ კარგი ხარისხის, ცივი გამოწურვის შედეგად მიღებული ზეითუნის ზეთი მაღალ ტემპერატურაზე თავის თვისებებს კარგავს. მისი გამოყენება ხორცის ან ბოსტნეულის შესაწვავად თავისუფლად შეიძლება. შეარჩიეთ კარგი, სასურველია პირველი გამოწურვის ზეითუნის ზეთი, რომელიც დაჟანგვისა და შემადგენლობის შეცვლლის თავიდან ასაცილებლად, მუქი მინის ჭურჭელშია მოთავსებული.

რაფინირებული ზეითუნის ზეთი ორ წლამდე ინახება, არარაფინირებული კი – რვა თვემდე. თუ ეტიკეტზე შენახვის უფრო ხანგრძლივი ვადაა მითითებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ზეთი სპეციალურ ქიმიურ დანამატებს – კონსერვანტებს შეიცავს.

ერიდეთ ისეთი ზეთის შეძენას, რომლის შენახვის ვადა ორ წელზე მეტია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა