თეგებით ძიება

„ერთი შვილი ჰყავს, 4 თვის“ – ვინ არის ქედაში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი

დღეს ქედაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილი ქალი ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარას ინგლისური ენის მასწავლებელი 36 წლის მაია დევაძეა. ის ამავე სოფლის მკვიდრია.

გავრცელებული ინფორმაციით, ის სკოლაში მიდიოდა, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. რა გახდა ავარიის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ.

ერთ-ერთი ვერსიით, ავტომობილის წინ შველი გადახტა, მძღოლმა მისთვის აცილება სცადა, საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა.

გარდაცვლილს ერთი მცირეწლოვანი შვილი ყავდა.

შეგახსენებთ, შემთხვევა დღეს მოხდა. მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც მაია დევაძე მართავდა, დაახლოებით 150 მეტრი სიმაღლიდან მდინარეში გადავარდა. შემთხვევის დროს ავტომობილში სხვა მგზავრი არ იმყოფებოდა.

დაშავებული მრავლობითი დაზიანებებით თავდაპირველსდ ქედაში „ევექსის” კლინიკაში შეიყვანეს, თუმცა უმოკლეს დროში პაციენტის რეფერირება ბათუმში რეფერალურ საავადმყოფოში განხორციელდა.

გარდაცვლილი პროზექტურაში არის გადასვენებული.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა