თეგებით ძიება

მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას”, შეწყვიტოს კრიტიკული ტელევიზიის დირექტორის დევნა - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"

მოვუწოდებთ პარტია „ქართულ ოცნებას”, შეწყვიტოს კრიტიკული ტელევიზიის დირექტორის დევნა, - ამის შესახებ აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში".

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ეხმიანება „ქართული ოცნების“ წევრის და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის, მიერ პარლამენტის სხდომაზე „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას პირადი მობილური ტელეფონის ნომრის საჯაროდ გამოცხადებას, რითაც წულუკიანმა არამხოლოდ დაარღვია პერსონალური ინფორმაციის დამუშავების პრინციპები, არამედ კიდევ ერთხელ წაახალისა ნეგატიური კამპანია კრიტიკული მედიის ხელმძღვანელის წინააღმდეგ.

მოვუწოდებთ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს, შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. მოვუწოდებთ პარტია „ქართულ ოცნებას”, შეწყვიტოს კრიტიკული ტელევიზიის დირექტორის დევნა და უზრუნველყოს მისი სამოქალაქო უფლებების დაცვა", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა